საქართველო "ვინ არის სალომე ზურაბიშვილი?ერთი წვრილმანი აფერისტია, რომელიც შემოაგდეს როგორც კასტილიანი მელა ალისა" გუშინ, 14:22
"ვეკითხები ქართულ საზოგადოებს, ეს ტურაქალა სანამდე უნდა დაბოგინობდეს საქართველოში და დააფერისტობდეს მთელ მსოფლიოში ვითომდა საქართველოს სახელით?!
ვინ არის სალომე ზურაბიშვილი?, ის არც სისხლიანი ლედი ბაკბეტია და არც დარეჯან ცბიერია, ერთი წვრილმანი აფერისტია, რომელიც შემოაგდეს როგორც კასტილიანი მელა ალისა სულელების ქვეყანაში. Поле чудес страна дураков ერთი ორი თვალახვეული კატა ბაზილიოც დაიქირავეს როთის და ვილსონის სახით და ატყუებენ ამ ქუჩაში გამოყრილ ხალხი.
ამ ერთმა ალისამ და ორმა ბაზილიომ ზუსტად იციან, რომ არავითარ ევროკავშირში არავინ აპირებს საქართველოს მიღებას, საერთოდაც გაფართოების ნაცვლად ის სუსტდება და იშლება, მაგრამ ამ ბურატინოებმა ხომ არ იციან ეს?, ამათ ეუბნებიან, რომ საოცრებათა ველზე ხე ოქროს სოლდოებს ისხამს, რეალურად კი იქ ეპატიჟებიან სადაც ერთი ბურატინო_ ზელენსკი დაპატიჟეს სამი წლის წინ და ახლა მთელ მსოფლიოში დაღნავის უჯიშო ღენტორიასავით; მოგვატყუეს ნატოში და ევროკავშირში მიგიღებთ, ქვეყანა გაგვანადგურებიეს წესიერად არც გვეხმარებოდნენ, თან ნახევარი დახმარება თვითონ შეჭამესო. ცხადია უფრო მაღლა შეიძლება აიყვანო ეს პრობლემა, მაგრამ ისეთივე ბრიყვობა იქნება, როგორც წესრიგის დამრღვევი მსახიობის დაპატიმრების შედარება ფრანც კაფკაც იოსებ კ-ს დაპატიმრებასთან, მერე ამაზე ბალაგანის გამართვა და ამისთვის დრამის დარქმევა.დაიჩეკა საქართველოში პატარა სალომეები, აგერ დოიაშვილიც სალომეა, რევოლუციის ექსპორტი უნდა მოახდინოს მთელ საქართველოში, . აგერ ვინმე მანჯგალაძე ამბობს, რომ მსოფლიოს ხუთ სახელმწიფო მეთაურს შორის, თურმე სალომე ზურაბიშვილი ყოფილა დაპატიჟებული ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. მთელი მსოფლიოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი ამბავიც, საქართველოში ამ ტურაქალებს დ ტურაკაცების. ხელის გადასაწევ შეჯიბრებად აქციეს.ფედერიკო ფელინიც არ სჭირდება ამ უბადრუკობის აღწერას. კადრები თვითონ მეტყველებენ ამ სოფლის დამწვარი კლუბის სპექტაკლზე ღია ცის ქვეშ, რადგან კლუბი ხომ მართლა დაიწვა. გასაკვირი არაფერია, მღელვარე ვითარებამ მთელი ნაგავი ამოიტანა ზედაპირზე და კონცენტრირდა ამ წვრილმანი აფერისტის, უღირსებო, უსამშობლი, უტვინო დედაკაცის სახეში, რომელმაც თქვა, რომ ამერიკის სირცხვილია, თუ ვერ დათრგუნავს და ფეხქვეშ არ მოიგდებს კავკასიის მთებში მდებარე სამმილიონნახევრიან ქვეყანას, საქართველოს. წადით ქალბატონო სალომე, სანამ პიტარდებით, ქვებით და ბელტებით არ გამნოგდევნებია ქართველი ხალხი, თორემ კარტიჩკა, რომელსაც იმ დროს გადაგიღებთ, გაგრძელება იქნება იმ სერიისა პრეზიდენტ ტრამპს რომ მიეძუძგეთ ზურგიდან"-წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ეთერ ნაცვლიშვილი გოგებაშვილი. 338 3-ს მოსწონს
|