საქართველო ედუარდ შევარდნაძის ცნობილი გამონათქვამები 25 იანვარი, 12:45 ![]() გთავაზობთ სხვადასხვა წლებში მის ცნობილ გამონათქვამებს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. *** დროა გავაცნობიეროთ, რომ არც სოციალიზმი, არც მეგობრობა, არც კეთილმეზობლობა და არც პატივისცემა არ შეიძლება დავამყაროთ ხიშტებით, ტანკებით და სისხლით. *** კორუფციას აქვს თავისი მოტივები და აუცილებელია ამ ფენომენის გულდასმით შესწავლა და იმ საფუძვლების აღმოფხვრა, რომლებიც კორუფციის არსებობის საშუალებას იძლევა. *** მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირი ამა თუ იმ ფორმით უნდა შენარჩუნდეს. ... მე არ ვქმნი ტრაგედიას იმით, რომ ზოგიერთი რესპუბლიკა არ მოაწერს ხელს საკავშირო ხელშეკრულებას - მათთან ურთიერთობა შეიძლება აეწყოს ორმხრივ საფუძველზე. კავშირები ჯერ კიდევ საჭიროა შენარჩუნდეს. *** ვიცოდი, საქართველოში რომ არ დავბრუნებულიყავი, ქვეყანა დაიღუპებოდა. *** როცა ვაპირებდით რეფორმების გატარებას და კორუფციის მოსპობას, ზუსტად მაშინ მოვიდა ეს მიშა და მოგვიწყვეს ყვავილების რევოლუცია. *** ერთ-ერთ სამიტზე:-ბატონო ედუარდ, ნატოს კარი საქართველოსთვის მუდამ ღიაა პასუხი- ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, თორემ ორპირი იცისო. *** საბჭოთა კავშირი არის სისხლიანი, უტოპიური სამეფო, რომელიც წარმოიშვა ღმერთის ნების წინააღმდეგ და ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ, "ხალხთა საპყრობილე" - თუ გამოვიყენებთ ლენინის ცნობილი განმარტებას მეფის რუსეთის შესახებ, ან "ბოროტების იმპერია" - თუ დავეთანხმებით რონალდ რეიგანს. *** გერმანიის გაერთიანება იყო ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი წამოწყება, რომელმაც მსოფლიო ავტორიტეტი მომიტანა. *** არ მინდა ისტორიაში შევიდე, როგორც სისხლისმღვრელი. *** მე არ ვარ პასუხისმგებელი სააკაშვილის მოქმედებებისა, მითუმეტეს გამსახურდიასი. *** ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დასავლეთს რეალურად შეუძლია ჩვენი დახმარება. *** საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. *** დღეს ყველა ჩვენ გვეხმარება, მაგრამ მოვა დრო ჩვენვე მოგვიწევს საკუთარი თავის დახმარება *** მე ვერ წარმომიდგენია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალი საქართველოს გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ავტონომია თუ ისინი საქართველოს შემადგენლობაში იქნებიან. *** მზად ვარ ათასჯერ მოვინანიო და ბოდიში მოვუხადო ქართველ ხალხს ხელისუფლების მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემის გამო. 424 3-ს მოსწონს
|