x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138946
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
კვება და მისი მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის
imageმუშაობის დროს ადამიანი ხარჯავს განსაზღვრულ ენერგიას. აუცილებელია დახარჯული ენერგიის აღდგენა, რაც კვების საშუალებით უნდა მოხდეს. ენერგიის ხელახლა წამოსაქმნელად აუცილებელია სითბო. სითბო კი ადამინის ორგანიზმში წარმოიქმნება საკვებ ნივთიერებათა წვის შედეგად.

საჭმელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნილებებს:

1. აწვდიდეს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის კალორიებს.

2. მის შემადგენლობაში საკმაო რაოდენობით უნდა იქნეს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი ნივთიერებანი: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალური შენაერთები, საჭირო რაოდენობის წყალი და ცოცხალი არსებისათვის აუცილებელი ყოველგვარი ვიტამინები.


3. საჭმელს უნდა ჰქონდეს სასიამოვნო გემო, მიმზიდველი სუნი და გარეგნული შეხედულება.

4. უნდა იყოს მრავალფეროვანი.

5. კუჭ-ნაწლავისთვის უნდა იყოს ადვილად მოსანელებელი.

6. უნდა იყოს უვნებელი.

დღიური ულუფის შედგენის დროს აუცილებელია დავიცვათ შემდეგი მოთხოვნილებანი:

1. საჭმელმა უნდა მისცეს ორგანიზმს აუცილებელი რაოდენობის კალორიები.

2. როგორც პროდუქტებში, ისე ცალკეულ კერძებსა და სასმელებში უნდა იყოს საჭირო რაოდენობით ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალური მარილები და ვიტამინები.

3. ერთნაირ ან ერთმანეთის მსგავსი კერძების რამოდენიმე დღე გამეორება აუცილებლად გამოიწვევს უმადობას.

4. სასურველია, მაგალითად, თუ პირველ დღეს მივირთმევთ ბოსტნეულს ან ბურღულეულს, ხოლო მეორე დღეს ხორცეულის კერძს.

5. შავი პურის შეტანა დღიურ რაციონში აუცილებელია, ვიანიდან ის ადვილად მონელებადია და ასევე მოიპოვება მასში "B" კომპლექსების ვიტამინები.

6.სასარგებლო იქნება კვირაში ორ-სამჯერ ვეგეტარიანული კერძები შევიტანოთ

7.სასარგებლო იქნება ზოგ შემთხვევაში ხორცი თევზით შევცვალოთ.

0
916
4-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
916
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0