x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ დაიწყო კალიფორნიაში "ოქროს ციებ-ცხელება"
image


1848 წლის 24 იანვარს ჯეიმს უილსონ მარშალმა მეწარმე ჯონ სატერის ტყისმჭრელ დასახლებაში, მდინარე ამერიკან რივერში იპოვა ოქრო, ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა აშშ-ს სხვა შტატებში და საზღვარგარეთ, ასიათასობით ადამიანი მიაწყდა ამ ადგილებს ოქროს საძიებლად, ასე დაიწყო მოვლენა, რომელიც "ოქროს ციებ-ცხელების" სახელითაა ცნობილი.


imageჯეიმს უილსონ მარშალი




1848 წლის 19 აგვისტოს "ნიუ-იორკ ჰერალდმა", იმ დროისთვის ყველაზე დიდ ტირაჟიანი გაზეთი აღმოსავლეთ სანაპიროზე იტყობინებოდა კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელების დაწყების შესახებ, ხოლო 5 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯეიმს პოლკმა ეს ამბავი დაადასტურა თავის მიმართვაში კონგრესის წინაშე. მალე კალიფორნიას ემიგრანტების დიდი რაოდენობა მოაწყდა მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც მოგვიანებით "49-იანები" უწოდეს. სატერის ყველაზე ცუდი შიშები დადასტურდა, მისი ბიზნესი განადგურდა; მუშებმა მიატოვეს სამუშაო და ოქროს საძიებლად წავიდნენ, ხოლო მის მიწაზე ჩამოსახლებულები დამკვიდრდნენ, რომლებიც მარცვლეულს და პირუტყვს იპარავდნენ.


image


ადრეული ოქროსმაძიებლები, რომლებსაც "49-იანებს" უწოდებდნენ, კალიფორნიაში აფრიანი გემებითა და დახურული კარეტებით ჩამოდიოდნენ ხშირად მათ მგზავრობა რთულ პირობებში უხდებოდათ. ადრეული ოქროსმაძიებლები ამერიკელები იყვნენ, მაგრამ შემდგომში ოქროს ციებ-ცხელებამ ათობით ათასი ადამიანი მოიზიდა ლათინური ამერიკიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან და აზიიდან. თავდაპირველად ოქრო მდინარეების ნაკადებიდან და მათი ფსკერიდან ამოჰქონდათ უბრალო საცერით. მოგვიანებით ოქროს მოპოვების უფრო რთული მეთოდები გაჩნდა. თავდაპირველმა მაძიებლებმა დღევანდელი კურსით, მილიარდობით საფასურის ოქრო მოიპოვეს, რომლის წყალობით ზოგიერთმა არნახული სიმდიდრის დაგროვება შეძლო. თუმცა ბევრი ოქროსმაძიებელი ისეთივე ღარიბი დარჩა, როგორც ჩამოსვლამდე იყო.

image


ციებ-ცხელების დაწყებამდე სან-ფრანცისკო პატარა დასახლება იყო. როდესაც მისმა მაცხოვრებლებმა შეიტყვეს ოქროს აღმოჩენის შესახებ, ქალაქი დაცარიელდა, ხალხმა მიატოვა საქმიანობა და შეუერთდა ოქროს ძიებას. თუმცა, შემდგომში ბევრი ემიგრანტი და მოვაჭრე ჩავიდა ქალაქში, რამაც გამოიწვია მისი სწრაფი ზრდა. მოსახლეობა 1848 წლისთვის 1000 კაცი იყო, უკვე ორ წელიწადში, 1850 წლისთვის 25000-მდე გაიზარდა.ხალხის უეცარმა შემოდინებამ შეარყია სან-ფრანცისკოს და ახლომახლო დასახლებების ინფრასტრუქტურა. ხალხი ცხოვრობდა კარვებში, ხის ქოხებში ან მიტოვებული გემების კაიუტებში.


imageსან ფრანცისკო 1851 წელს




იმ დღეებში კალიფორნიაში ჩამოსვლა ძალიან რთული იყო. "არგონავტები" ასე უწოდებდნენ " 49 -იანებს" თავდაპირველად ძირითადად საზღვაო ტრანსპორტით ჩამოდიოდნენ. აღმოსავლეთ სანაპიროდან სამხრეთ ამერიკის გავლით ამგვარ მოგზაურობას 5-დან 8 თვემდე სჭირდებოდა. სხვა საწყალოსნო გზები მოიცავდა პანამას და ნიკარაგუას. ბევრი ოქროს მაძიებელი აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთში სახმელეთო მარშრუტით, ე.წ. California Trail-ით აღწევდა.


თითოეულ ამ მარშრუტზე „არგონავტებს“ სხვადასხვა საფრთხე ექმნებოდათ: გემების ჩაძირვიდან დაწყებული თუ ტიფის და ქოლერის ეპიდემიით დამთავრებული.


ამის გამო სან-ფრანცისკოს პორტში ათეულებით მიტოვებული გემი დაგროვდა. ქალაქელებმა ეს გემები საწყობებად, მაღაზიებად, ტავერნად, სასტუმროებად აქციეს, ერთი გემი ციხედაც კი გამოიყენეს.

image

რამდენიმე წლის შემდეგ, ზოგიერთმა ახალმა ჩამოსულმა დაიწყო გადაადგილება უფრო ჩრდილოეთით კალიფორნიაში, მაგალითად, თანამედროვე ტრინიტის ადგილზე.უორიკში ოქროს აღმოჩენებმა გამოიწვია იმიგრაციის გაზრდა ამ მხარეში.


image

ოქროს ციებ-ცხელების შედეგი მნიშვნელოვანი იყო. სან-ფრანცისკო მომთაბარე მცირე დასახლებიდან დიდ ქალაქად იქცა, მოკირწყლული ქუჩებით, ეკლესიებით, სკოლებით და სამთავრობო დაწესებულებებით. მრავალი ქალაქი გაშენდა მთელს კალიფორნიაში. შეიქმნა კანონთა სისტემა და მთავრობა, რის გამოც კალიფორნია 1850 წელს აშშ-ის შტატად გამოცხადდა. ტრანსპორტის ახალი მეთოდები განვითარდა - გაიყვანეს რკინიგზა და ორთქლმავლის რეგულარული მიმოსვლა დაიწყო. სოფლის მეურნეობა, კალიფორნიის შემდეგი მთავარი განვითარების სფერო, ფართოდ გავრცელდა მთელ შტატში. მიუხედავად ამისა, ოქროს ცხელებას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა: ადგილობრივ ინდიელებს ავიწროებდნენ და ტრადიციული საცხოვრებელი ადგილებიდან ასახლებდნენ, ამასთან, ოქროს მოპოვება არემარეს ეკოლოგიურ საშიშროებას უქმნიდა.

0
133
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0