x
image
Yoona
Mediator image
ნახევარი კილო მანდარინის ქერქი 9650 დოლარად იყიდება
მანდარინი იზრდება ბევრ რეგიონში, მაგრამ მხოლოდ ის, რომელიც მოწეულია ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში, ქალაქ ძიანგმენში ასე ძვირფასია. უფრო მეტიც, მათგან ყველაზე ძვირადღირებული ქერქია.



image



ითვლება, რომ წყლის და ნიადაგის ხარისხმა ეს რეგიონი მანდარინის მოსაყვანად იდეალურ ადგილად აქცია, ამიტომ მათი ქერქი უფრო მეტ მიკროელემენტს შეიცავს.



მანდარინის გამომშრალ ქერქს „ჩენპსაც“ უწოდებენ, თუ მას აშრობდნენ ყოველ შემოდგომაზე და ზამთარში ზედიზედ მინიმუმ სამი წელი.




image



კარგი ღვინის მსგავსად, რაც უფრო ძველია ჩენპი, მით უფრო ღირებულია. ამჟამად 500 გრამი 50 წლის ჩენპი დაახლოებით 9650 დოლარი ღირს. ერთ-ერთმა შეფმზარეულმა CNN-ს უამბო თავისი მენიუს შესახებ, რომელშიც ინგრედიენტად გამოყენებულია 6-დან 50 წლამდე შენახული ქერქი. მისი თქმით, ნახევარი კილო ქერქი, რომელზეც მუშაობს, 13 ათას დოლარად შეიძლება გაიყიდოს, მაგრამ ამას არ გააკეთებს, რადგან ეს მისი ქალიშვილის მზითევია.



გასულ წელს ჩენპის ინდუსტრია 3, 2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.



ასევე დაგაინტერესებთ:

10 ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა, რომლის ფასიც არ გკბენს, არამედ გჭამს

იცით, რატომ ატარებენ ინდოელები ამდენ ოქროს და რა არის მისი ინტენსიური ყვითელი ფერის მიზეზი

ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი მსოფლიოში - რატომ ღირს ის 6 000 ევროზე მეტი?

12 ყველაზე ძვირადღირებული სასმელი მსოფლიოში, რომლებიც ოქროზე მეტი ღირს

14 ყველაზე ძვირადღირებული დესერტი, რომელიც იმდენი ღირს, რომ დაჯერება გვიჭირს


0
310
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
310