x
image
hamunaptra1990
დაიწყება თუ არა ახლიდან ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება და ვინ იღებდნენ მონაწილეობას მკვლელობის ინსცენირებაში

imageზურაბ ჟვანიას ძმამ, საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ "პოლიტმეტრში", თავის ძმის საქმესთან დაკავშირებით დასმულ ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა. და კითხვაზე რას ფიქრობდა იგი ზურაბ ჟვანიას საქმეზე, იქნებოდა თუ არა მისი ძმის მკვლელობის საქმე გამოძიებული, უპასუხა რომ უახლოეს დროში შეიქმნებოდა ჯგუფი, რომელიც განაახლებდა ამ საქმის გამოძიებას და რომ ამ საქმეში იყო ბევრი მტკიცებულებები და მას საბოლოოდ მოეფინებოდა ნათელი. ბატონ გოგლას აქვს მტკიცებულებები და იგი ამ მასალებს წარუდგენს პროკურატურას. მის მიერ მოპოვებული მასალები იმაზე მეტყველებს, რომ ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის გამო არ გარდაცვლილა. იგი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა ზურას გარდაცვალების სცენის დადგმას და ბარამიძე, მისი ძმის უახლოესი მეგობარი, მასში მონაწილეობდა და ამიტომ მას მოუწევს პროკურატურასთან ამაზე საუბარი. თუ ვის შეეძლო დაეგეგმა ეს მკვლელობა ამას დაადგენს გამოძიება. კითხვაზე თუ კიდე ვინ იღებდნენ ჩვენებების გაყალბებაში მონაწილეობას, ბატონმა გოგლამ უპასუხა, რომ გაყალბებაში კი არა ინსცენირებაში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე მერაბიშვილი და ადეიშვილი.

1
197
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
197
  
2012, 26 ოქტომბერი, 18:45
ვახ ვახ ვაააახ
0 1 1