სხვა სამზარეულოს ხრიკები, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ – 2 22 იანვარი, 9:29 თუ შემთხვევით, ხელები წებო "მომენტით" დაისვარეთ, მისი მოცილება მარგარინით შეიძლება. ამისათვის, წაისვით მარგარინი დასვრილ ადგილზე და მოიცადეთ რამდენიმე წუთი. თუ გინდათ, რომ სახლში სასიამოვნო სურნელი იდგეს, მოათავსეთ ლიმონის ქერქი წყალში და რამდენიმე წუთი ხარშეთ. ონკანიდან ნადების მოცილება, თბილი ძმრით არის შესაძლებელი. იმისთვის რომ, ადუღების დროს, რძე არ "გაგექცეთ", ქვაბის შიდა კიდეს კარაქი ან ცხიმი წაუსვით. თუ ბოსტნეულის სუპს აკეთებთ, ბოსტნეული ცივ წყალში უნდა მოხარშოთ, ხოლო თუ ბოსტნეულის მოხარშვა გინდათ, ჯერ წყალი უნდა აადუღოთ და შემდეგ მოათავსოთ მოსახარში ბოსტნეული ქვაბში. ახალ კარტოფილს კანი ადვილად რომ მოსცილდეს, გასუფთავების წინ, მარილიან ცივ წყალში უნდა მოათავსოთ. კარტოფილს შეწვის დროს, მარილი სულ ბოლის უნდა მოაყაროთ, ცეცხლის გათიშვის წინ. ლობიო და ბარდა სწრაფად რომ მოიხარშოს, მოხარშვის წინ, ღამის მანძილზე, ცივ წყალში უნდა დაალბოთ. კარტოფილი ხარშვის დროს რომ არ ჩაიშალოს, მარილიან წყალში უნდა მოხარშოთ და რამდენიმე წვეთი ძმარი დაამატოთ. ხარშვის დროს, ჭარხალმა ფერი რომ არ დაკარგოს, წყალში შაქარი და ვაშლის ძმარი უნდა ჩაამატოთ. ბოსტნეულის მოხარშვა, ყველა წესის დაცვით: პური უფრო ხანგრძლივი დროით რომ შეინახოს, საპურეში ვაშლის ნაჭერი ან ცოტა მარილი (პატარა ღია სამარილით) მოათავსეთ. თაფლის არჩევის წესები: მაცივრის და სამზარეულოს თაროებს გამჭვირვალე აპკი გადააკარით და გაწმენდა აღარ დასჭირდება. მორიგი დალაგების დროს, უბრალოდ აპკი გამოცვალეთ. თუ გინდათ, რომ მაცივარში სუნი არ იყოს, მოათავსეთ მასში აქტივიზირებული ნახშირის აბები. ჩაის ლაქები ჭიქას რომ მოაცილოთ, მასში ყავა ჩაასხით და 1 ღამით გააჩერეთ. დილით ცივი წყალი გადაავლეთ. გაგრძელება >>>არხის სხვა სიახლეები:* 5 უცნაური და ძნელად დასაჯერებელი ფაქტი* იანვრის დღესასწაულები დასრულდა და დიეტის დროც დადგა (– 5 კგ – 2 კვირაში)* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 20 (25 ფოტო)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები108 2-ს მოსწონს
|