x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცხოპლანეტელების დედამიწაზე გამოჩენის ყველაზე გახმაურებული ფაქტები

არამიწიერი ცივილიზაციის და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა, ყოველთვის იდუმალებით არის მოცული და კაცობრიობის უდიდეს ინტერესს იწვევს. უამრავი ადამიანი, მთელი მსოფლიოდან, ამ ობიექტებთან შეხვედრის შესახებ იუწყება, თუმცა ამო–ს შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი.

აქ ყველაზე გახმაურებულ, 3 ფაქტს განვიხილავთ, რომელსაც არაერთი თვითმხილველი ჰყავდა.


ფინიქსი მანათობლები (1997 წ. აშშ)image


1997 წ. 13 მარტს, ათასობით ადამიანი, უცნაურ ფენომენს აკვირდებოდა არიზონას ცაში. უზარმაზარი სამკუთხა ობიექტი, კაშკაშა სინათლეებით, ფენიქსის თავზე ნელა მოძრაობდა. ხოლო, ხილვის არეალი, 480 კმ–ს მოიცავდა. ეს მოვლენა, ათეულობით ვიდეოკამერამ დააფიქსირა. მაგრამ, ხელისუფლებამ მისი ბუნების ახსნა ვერ შეძლო. ბევრი თეორია არსებობდა: დაწყებული საიდუმლო სამხედრო ტესტებიდან – უცხოპლანეტელების ვიზიტით დასრულებული.


ბრძოლა ნიურნბერგის ცაში (1561 წ. გერმანია)image


1561 წ. 5 აპრილს, ნიურნბერგის მოსახლეობა უცნაური მოვლენის თვითმხილველი გახდა: ცაში უამრავი მრგვალი და გრძელი ობიექტი გამოჩნდა, რომლებიც ერთმანეთს "ებრძოდნენ". ფაქტი იმდროინდელ გრავიურებზე აღბეჭდეს... დღეს კი, ამ ამ გამოსახულებებთან დაკავშირებით, უამრავი ვარაუდი და ეჭვი არსებობს. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ეს მასობრივი ილუზია იყო, ზოგის აზრით კი — უცხოპლანეტელებთან კონტაქტების მტკიცებულება.


როსველის ინციდენტი (1947, აშშ)image


1947 წ. როსველის მახლობლად (ნიუ-მექსიკოს შტატი, აშშ), ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა განიცადა კატასტროფა და ამის შესახებ, გაზეთებშიც კი დაწერეს. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ უცხოპლანეტელების ხომალდის ერთი პილოტი გადარჩა და მასთან კონტაქტი მოხერხდა.

ინფორმაცია ამის შესახებ, აშშ-ს საჰაერო ძალების სამედიცინო კორპუსის ყოფილმა თანამშრომელმა მატილდა ო`დონელმა, ამ საუკუნის დასაწყისში გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ინფორმაციას საიდუმლო გრიფი მოეხსნა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* უცნაური და საინტერესო ფაქტები წარსულიდან

* ახალი ცივილიზაცია, ყოველთვის ძველის ნანგრევებზე იქმნება... ჩვენ რა გველის და როგორ ავიცილოთ თავიდან გლობალური კატასტროფა?

* რა ხიბლავს მამაკაცს ყველაზე მეტად ქალის გარეგნობაში?

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
176
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0