პარამეცნიერებები უცხოპლანეტელების დედამიწაზე გამოჩენის ყველაზე გახმაურებული ფაქტები დღეს, 9:32 არამიწიერი ცივილიზაციის და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა, ყოველთვის იდუმალებით არის მოცული და კაცობრიობის უდიდეს ინტერესს იწვევს. უამრავი ადამიანი, მთელი მსოფლიოდან, ამ ობიექტებთან შეხვედრის შესახებ იუწყება, თუმცა ამო–ს შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი. აქ ყველაზე გახმაურებულ, 3 ფაქტს განვიხილავთ, რომელსაც არაერთი თვითმხილველი ჰყავდა. ფინიქსი მანათობლები (1997 წ. აშშ) 1997 წ. 13 მარტს, ათასობით ადამიანი, უცნაურ ფენომენს აკვირდებოდა არიზონას ცაში. უზარმაზარი სამკუთხა ობიექტი, კაშკაშა სინათლეებით, ფენიქსის თავზე ნელა მოძრაობდა. ხოლო, ხილვის არეალი, 480 კმ–ს მოიცავდა. ეს მოვლენა, ათეულობით ვიდეოკამერამ დააფიქსირა. მაგრამ, ხელისუფლებამ მისი ბუნების ახსნა ვერ შეძლო. ბევრი თეორია არსებობდა: დაწყებული საიდუმლო სამხედრო ტესტებიდან – უცხოპლანეტელების ვიზიტით დასრულებული. ბრძოლა ნიურნბერგის ცაში (1561 წ. გერმანია) 1561 წ. 5 აპრილს, ნიურნბერგის მოსახლეობა უცნაური მოვლენის თვითმხილველი გახდა: ცაში უამრავი მრგვალი და გრძელი ობიექტი გამოჩნდა, რომლებიც ერთმანეთს "ებრძოდნენ". ფაქტი იმდროინდელ გრავიურებზე აღბეჭდეს... დღეს კი, ამ ამ გამოსახულებებთან დაკავშირებით, უამრავი ვარაუდი და ეჭვი არსებობს. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ეს მასობრივი ილუზია იყო, ზოგის აზრით კი — უცხოპლანეტელებთან კონტაქტების მტკიცებულება. როსველის ინციდენტი (1947, აშშ) 1947 წ. როსველის მახლობლად (ნიუ-მექსიკოს შტატი, აშშ), ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა განიცადა კატასტროფა და ამის შესახებ, გაზეთებშიც კი დაწერეს. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ უცხოპლანეტელების ხომალდის ერთი პილოტი გადარჩა და მასთან კონტაქტი მოხერხდა. ინფორმაცია ამის შესახებ, აშშ-ს საჰაერო ძალების სამედიცინო კორპუსის ყოფილმა თანამშრომელმა მატილდა ო`დონელმა, ამ საუკუნის დასაწყისში გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ინფორმაციას საიდუმლო გრიფი მოეხსნა. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* უცნაური და საინტერესო ფაქტები წარსულიდან* ახალი ცივილიზაცია, ყოველთვის ძველის ნანგრევებზე იქმნება... ჩვენ რა გველის და როგორ ავიცილოთ თავიდან გლობალური კატასტროფა?* რა ხიბლავს მამაკაცს ყველაზე მეტად ქალის გარეგნობაში?* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები166 შეფასება არ არის
|