საზოგადოებრივი შუმერული კულტურა და სახელმწიფო კავკასიელებმა შექმნეს – ახალი აღმოჩენების კვალდაკვალ 30 იანვარი, 9:07 არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება, რომ შუმერები იმ ადგილზე, სადაც უძველესი ცივილიზაცია შექმნეს, სხვა რეგიონიდან მოვიდნენ. ამაზე მიუთითებს როგორც არქეოლოგიური აღმოჩენები, ასევე გენეტიკური კვლევები. მაგრამ, კითხვა, მათი ისტორიული სამშობლოს შესახებ, დღემდე უპასუხოდ რჩება. ამის მიზეზი კი, მარტივია: მეცნიერებს არ სურთ ისტორიის გადაწერა. მაგრამ, დღეს თუ არა, ხვალ გადაწერენ, რადგან ამ ბოლო დროს, უამრავი მტკიცებულება დაგროვდა საამისოდ. დავიწყოთ შუმერული მითით, ღმერთი ენლილის შესახებ. ეს შუმერული პანთეონის უზენაესი ღვთაება იყო და ლეგენდის თანახმად, ის ხალხთან, მთების მწვერვალიდან ჩამოვიდა. ხოლო მას, თან იდუმალი ხალხი ჩამოჰყვა. ენლილთან ერთად მოსულები, ძალიან განსხვავდებოდნენ მათგან, ვინც მესოპოტამიაში უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა. შუმერებს სჯეროდათ, რომ უზენაესი ღმერთი, ჩრდილოეთით მდებარე მთებიდან მოვიდა. გამოდის, რომ ღმერთი ენლილი და მასთან მყოფი ხალხი, რეგიონში კავკასიიდან ჩავიდნენ და ამას გენეტიკოსებიც ადასტურებენ.
ყველაზე მეტი არტეფაქტი, რომლის ასაკიც 7-8 ათასი წლით არის შეფასებული, დაღესტანში, ლაქსკის ოლქშია აღმოჩენილი და ისინი აბსოლუტურად იდენტურია, როგორც წარმოების ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ისე გარეგანი იერით, იმ არტეფაქტებთან, რომელიც შუმერის ქალაქებში იყო აღმოჩენილი. და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კავკასიაში აღმოჩენილი ნაკეთობების ასაკი, შესამჩნევად, 1-2 ათასი წლით აღემატება, შუმერული არტეფაქტების ასაკს. ასე, რომ, როგორც ჩანს, მსოფლიოში უძველესი სახელმწიფო, კავკასიელი ხალხის უშუალო მონაწილეობით დაარსდა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |