სხვა იგავი, რომელსაც ამერიკის ბიზნეს სკოლებში ასწავლიან 18 იანვარი, 9:49 ერთი მეწარმე ყელამდე ვალებში ჩაეფლო და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. მას კრედიტორების ვალი ჰქონდა, ხოლო მომწოდებლები, დავალიანების დაფარვას ყოველ დღე სთხოვდნენ. ის პარკში წავიდა, რომ დაესვენა და ცოტა გული გადაეყოლებინა. მაგრამ, ფიქრები ბიზნესზე, მოსვენებას არ აძლევდა. კაცმა თავი ხელებში ჩარგო და იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ გადაერჩინა თავი გაკოტრებისგან. უეცრად, მის წინ, უცნობი მოხუცი გაჩნდა. — ვატყობ, რომ რაღაც გაწუხებთ. – თქვა მან – არ მომიყვებით? მეწარმემ, თავისი პრობლემების შესახებ, მას მოუყვა. უთხრა რომ, მდგომარეობის გამოსასწორებლად და ბიზნესის გადასარჩენად, ბანკი კრედიტს აღარ აძლევდა. მოხუცმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა: — ვფიქრობ, თქვენი დახმარება შემიძლია... მან ბიზნესმენს სახელი ჰკითხა, ჩეკი გამოწერა და გაკვირვებულ მამაკაცს ხელში ჩაუდო. — აიღე ეს ფული. ერთი წლის შემდეგ, აქ შევხვდეთ და თქვენ, ამ ფულის უკან დაბრუნებას შეძლებთ. მამაკაცმა, საპასუხოდ, ვერაფრის თქმა მოასწრო, რადგან მოხუცი ხალხს შეერია და გაუჩინარდა. მეწარმემ ჩეკს დახედა. თანხის რაოდენობის ადგილზე «500 000 $» ეწერა, ხოლო ქვემოთ ხელმოწერა იყო – «ჯონ როკფელერი». «ეს ხომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. მე შემიძლია ყველა პრობლემა ერთ წუთში მოვაგვარო» – გაიფიქრა მან. მაგრამ, ამის ნაცვლად, მან ჩეკი სეიფში შეინახა. მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ჩეკი არსებობდა, მეწარმეს იმის ძალას აძლევდა, რომ საკუთარი ბიზნესი შეენარჩუნებინა. გაზრდილი ოპტიმიზმის გრძნობით, მან მომგებიანი ხელშეკრულებები გააფორმა და ფინანსური პრობლემებიც მოაგვარა. რამდენიმე თვეში, ფულის მოგებაც დაიწყო და ერთი წლის შემდეგ, ჩეკით ხელში, პარკში წავიდა, რომ ის მოხუცისთვის დაებრუნებინა. დათქმულ ადგილზე, მოხუცი ისევ გამოჩნდა. მეწარმე მზად იყო მისთვის ჩეკი მიეცა და ბიზნესში საკუთარი წარმატების შესახებ მოეყოლა... რომ უეცრად, ექთანი გამოჩნდა და მოხუცს ხელში ხელი ჩაავლო. — როგორ მიხარია, რომ როგორც იქნა დავიჭირე – თქვა მან – იმედი მაქვს არ შეგაწუხათ. ის სახლიდან ხშირად იპარება და ხალხს ეუბნება, რომ ჯონ როკფელერია. მეწარმე გაოგნებული იდგა. ის მთელი წლის მანძილზე, ბიზნეს აკეთებდა, იმ იმედით ყიდულობდა და ჰყიდდა, რომ ჩავარდნის შემთხვევაში, 500 000 $ გამოყენების შესაძლებლობა ექნებოდა... და უეცრად, ის მიხვდა, რომ მისი ცხოვრება არც რეალურ და არც წარმოსახვით ფულს არ შეუცვლია. მას, საკუთარი თავისადმი რწმენის გაჩენამ, მისცა ძალა, რომ იმისთვის მიეღწია, რაც ახლა ჰქონდა. არხის სხვა სიახლეები:* მეცნიერებმა მსოფლიოს უძველესი რუკა გაშიფრეს* როდესაც ცხვირი – "ჯანმრთელობის სარკეა" (დაავადებების დიაგნოსტიკა ცხვირის მეშვეობით)* ჰიტლერის "კავკასიური გეგმები"* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები263 3-ს მოსწონს
|