x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ზოგი ჭირი მარგებელია"... ანუ ყველაფერი, ჩვენს სასიკეთოდ ხდება (იგავი)

image


ერთხელ, ერთი ადამიანი შტორმში მოყვა და ტალღამ უკაცრიელ კუნძულზე გადააგდო. ის ერთადერთი იყო, ვინც გემის ჩაძირვის შემდეგ, გადარჩა. უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენის შემდეგ, კაცი ყოველ დილით ლოცულობდა და ღმერთს დახმარებას სთხოვდა... ხოლო შემდეგ, ზღვის ნაპირთან მიდიოდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა, იმ იმედით, რომ მის გადასარჩენად, გემი მივიდოდა. ბოლოს, ის ლოდინით დაიღალა და იმ ფიცრებით, რომელიც გემის ჩაძირვის შემდეგ, ზღვამ გამორიყა, ქოხის აშენება გადაწყვიტა... და ასეც მოიქცა.

ერთხელ, როდესაც ის, საკვების მოძებნის შემდეგ, სანაპიროზე ბრუნდებოდა, დაინახა, რომ მისი ქოხიდან ბოლი გამოდიოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ქოხთან ერთად, მისი ყველა ნივთი დაიწვა. კაცს აღარ შეეძლო იმედგაცრუების და რისხვის შეკავება. მიწაზე დაემხო და აქვითინდა.

– ღმერთო ასე როგორ მომექეცი? – ტიროდა ის და ასე ტირილში ჩაეძინა.

მეორე დღეს, ის გემის საყვირმა გააღვიძა, რომელიც კუნძულს, მის გადასარჩენად უახლოვდებოდა.

– როგორ გაიგეთ, აქ რომ ვიყავი? – ჰკითხა მან ერთ მეზღვაურს, როდესაც გემმა ნაპირთან ღუზა ჩაუშვა.

– კვამლი დავინახეთ და მივხვდით, რომ აქ ვიღაც იყო – უპასუხა მან.

ასე, რომ, რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ხდება...


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა მსოფლიოს უძველესი რუკა გაშიფრეს

* როდესაც ცხვირი – "ჯანმრთელობის სარკეა" (დაავადებების დიაგნოსტიკა ცხვირის მეშვეობით)

* ჰიტლერის "კავკასიური გეგმები"

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0