საზოგადოება
"შენ გენაცვალე ბ–ნო ბიძინ, ღირდა შენი თავგანწირვა რომ აეგრე გემხილებინა"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი
დღეს, 9:44
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში სარკასტულ პოსტს ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილს "გლობალური ომის პარტიის მონების" მხილებისთვის თავგანწირვას უფასებს:
"ქოცნების ვერსიით მალე სახელმწიფოებრივ–მორალურად განადგურდებიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ანუ ყველა, ვინც ბ–ნ ბიძინას და ქოცებს სანქციებს დაადებს. შენ გენაცვალე ბ–ნო ბიძინ, ღირდა შენი თავგანწირვა იმად, რომ აეგრე გემხილებინა და გაგენადგურებინა ეგ გლობალური ომის პარტიის მონები. უკან არ დაიხიო, შენი ჭირიმე!"- წერს ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი.