x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბრიტანეთის სამეფო კარის ხანდაზმულობის საიდუმლო

ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა და ის ყველაზე ხანდაზმული მონარქი იყო, დიდი ბრიტანეთის ისტორიის მანძილზე. წინა რეკორდი, დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნოდა, რომელიც ელისაბედ II 2007 წლის 29 დეკემბერს მოხსნა, როდესაც მას 81 წელი 7 თვე და 29 დღე შეუსრულდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის სარა ჰარპერის მტკიცებით, ხანდაზმულობის ალბათობა, თაობიდან თაობამდე, იზრდება და საშუალოდ, 7-10 წელს შეადგენს.


image


მაგრამ, მეცნიერის მოსაზრებას არ იზიარებს სამეფო კარის ყოფილი მზარეული დარენ მაკგრეიდი. მისი აზრით, ბრიტანეთის დედოფლის ხანდაზმულობის, კარგი ჯანმრთელობის და აქტიური ცხოვრების მიზეზი, კვების რეჟიმი იყო, რომელსაც დედოფალი არასდროს არღვევდა და ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მისი უდიდებულესობა, ყოველდღე, 2 ჭიქა სპირტულ სასმელს გეახლებოდათ. ხოლო დღეს, შამპანურით ასრულებდა.


image


დედოფლის კვების რეჟიმი და რაციონი კი, ასეთი იყო:


საუზმე


ელისაბედ II დღეს Earl Grey (რძის და შაქრის გარეშე) სახეობის ჩაით და ბისკვიტით იწყებს. მოგვიანებით, ჰერკულესს მიირთმევს რძით და ხილით.

დროდადრო ამ საუზმის ჩანაცვლება ომლეტით და შემწვარი ორაგულის ნაჭრით ხდება (მზარეულს დედოფალთან შეთანხმებული გრაფიკი აქვს, კვირის დღეების მიხედვით გაწერილი).



სადილი


სადილის წინ, დედოფალი 1 ჭიქა ჯინს სვამს, ლიმონით და დიდი რაოდენობის ყინულით.

მის უდიდებულესობა სადილზე ქათამს მიირთმევს სალათთან ერთად ან თევზს ბოსტნეულით. ხოლო ყველაზე საყვარელი კერძი — გრილზე მომზადებული ხორცი არის, ისპანახით ან ყაბაყით.


სამხარი


დედოფალი არასდროს ტოვებს სამხარს, რომელზეც ჩაის მიირთმევს სენდვიჩით, ფუნთუშით ან ტორტის ნაჭრით.

სენდვიჩთან ერთად, ჩვეულებრივ, სუფრაზე შებოლილი ორაგული, კვერცხი და კიტრი მიაქვთ. სამხრის მენიუს აუცილებელი შემადგენელი ელემენტია გახუხული პურია ჟოლოს ჯემით.


ვახშამი


დედოფლის ვახშამი მეტად მრავალფეროვანია. სხვადასხვა დღეს, სუფრაზე შეიძლება იყოს: კერძი ქათმის, ხბოს, ცხვრის ან საქონლის ხორცით და აუცილებლად, ჭიქა ვისკის ან მშრალი მარტინი.


დესერტი


დაძინებამდე, ცოტა ხნით ადრე, ბრიტანეთის დედოფალი მარწყვს ან თეთრ ატამს მიირთმევს და ხილს 1 ბოკალ შამპანურს აყოლებს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 უცნაური და ძნელად დასაჯერებელი ფაქტი

* იანვრის დღესასწაულები დასრულდა და დიეტის დროც დადგა (– 5 კგ – 2 კვირაში)

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 20 (25 ფოტო)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
82
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0