საზოგადოებრივი 2012. სამყაროს აღსასრულის 10 ტოპ ვერსია. 2012, 26 ოქტომბერი, 1:50 მაიას ტომების წინასწარმეტყველებით, 2012 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში უნდა მოხდეს სამყაროს აღსასრული.
''ბოლო ჟამის'' შესახებ მსოფლიოში არსებობს უამრავი ვერსია.
გთავაზობთ 10 საუკეთესოს.
1)გლობალური დათბობა.
ბევრ ადამიანს სჯერა ვერსიის გლობალური დათბობის შესახებ. ფიქრობენ, რომ კლიმატი შეიცვლება და მყინვარები და ანტარქტიდა დაიწყებს დნობას, რის გამოც არსებობს გლობალური წყალდიდობის დიდი შანსი. 2)გ.მ.ო. ექვემდებარება თეორიას ბუნებრივი გადარჩევის შესახებ.გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი თავს გრძნობს ღმერთის ტოლად, ხელოვნურად ერევა ბუნებრივ პროცესებში: გენეტიკური ცვლილებები, სუპერ დაავადებები, გარემოს განადგურება, გენმოდიფიცირებული კულტურის გადაკვეთა. 3)მესამე მსოფლიო ომი. დღესდღეობით უამრავი მეცნიერი აცხადებს, რომ წყალი მნიშვნელოვნად მცირდება გარკვეულ სფეროებში, რაც იწვევს ჭების, მდინარეების გამოშრობას. ბუნებრივი რესურსების შემცირება, სურსათის ამოწურვა გამოიწვევს ბრძოლას გადარჩენისთვის. 4)ეკოლოგიური დაბინძურება. ადამიანები არ ფიქრობენ რა კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც ისინი აბინძურებენ გარემოს. 5)დედამიწის მიზიდულობა. ყოველ 10 000 წლის განმავლობაში იცვლება დედამიწის მაგნიტური ველი, ეს თავის მხრივ საფრთხეს უქმნის დედამიწის მიზიდულობას. 6)ბუნებრივი მასშტაბური ზომების კატასტროფები. უზარმაზარი ტროპიკული ციკლონი, რომელიც კაცმა არ იცის როდის გაიღვიძებს. 7)მეთანის ამოფრქვევა. ოკეანის ფსკერზე ინახება მეთანი, რომელიც ამოფრქვევის შემდეგ შეუერთდება ატმოსფეროს და დააჩქარებს გლობალურ დათბობას. 8)რობოტების აჯანყება. დაზვერვის მიზნით შეიქმნება ანდროიდის რობოტები, რომლებიც შეიძლება გამოვიდნენ კონტროლიდან და გახდნენ დედამიწისთვის საშიშები. მათი რაოდენობა გადაწონის დედამიწას. 9)კოსმოსში ჩარევა. მეტეორების ჩამოცვენა, თავდასხმა უცხოელთა, მწვანე კაცი.(რა შუაშია ვერ მივხვდი, მაგრამ სტატია, რომელიც ვთარგმნე ასე ეწერა) 10) დიდი გამყინვარება. იმის გამო, რომ გლობალ ურ დათბობამ შეიძლება შეამციროს ოკეანეში წყალი, მთელი ევროპა გაიყინება. კლიმატური ზონები დაიწყებს შეცვლას, რაც დიდ გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობასა და მთლიანად ინფრასტრუქტურაზე. ps. ბოდიშს გიხდით თუ სტატია ცოტა გაუმართავია. ეს ჩემი პირველი თარგმანია და მომავალში დავხვეწავ აუცილებლად. 285 7-ს მოსწონს
|