x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მექსიკის პოლიცია ეძებს რუს ქალს, რომელმაც შვილი სასიკვდილოდ მიატოვა ბინაში ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე
image

მექსიკის ქალაქ მეხიკოს პროკურატურა რუსეთის მოქალაქე ოლგა იდელევიჩს ეძებს. ქალს ბრალად ედება შვილის სიკვდილამდე მიყვანა.




ადგილობრივი მედიის ცნობით, იდელევიჩი მექსიკაში საკმაოდ დიდი ხნის წინ გადავიდა საცხოვრებლად. ოლგამ დაიწყო ურთიერთობა ადგილობრივ მამაკაცთან, მარკო ანტონიო მიიანგოსთან და ვაჟიც შეეძინა მისგან, რომელსაც მან დაარქვა კრისტიან ომარი. თუმცა, მექსიკელთან ოჯახური ცხოვრება არ აეწყო - წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ოლგას საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწია.




2019 წლიდან მოყოლებული ოლგა უჩიოდა ბავშვის მამას და ცდილობდა მისგან ფინანსურ დამხარებას შვილის შესანახად. ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა 2024 წლის ნოემბერში, მაგრამ, როგორც ჩანს, გავლენიანმა ბიზნესმენმა მოახერხა პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.




ქალმა მუდმივი, ნორმალური სამუშაო ვერ ნახა და შემთხვევითი გამომუშავებით ირჩენდა თავს. მამა არ იხდიდა ბავშვის ალიმენტს და არც შვილის აღზრდაში იღებდა მონაწილეობას, ამიტომ ოლგა და ბიჭუნა ხშირად შიმშილობდნენ.



იდელევიჩს მოუწია კომპრომისზე წასვლაც და ნახევარ განაკვეთზე მუშაობა ესკორტად, რათა ეყიდა საკვები და გადაეხადა ბინის ქირა.




სოციალურ ქსელში ოლგა უჩიოდა წუწურაქ მარკოს, რომელიც მხოლოდ დასცინოდა და ფულს არ აძლევდა.

image

ბოლო თვეებში ქალს აღარ გადაუხდია ბინის ქირა, იგი მეხიკოს ბენიტო ხუარესის რაიონში ცხოვრობდა, მაგრამ ასევე უარს ამბობდა საცხოვრებლის დატოვებაზე. ამის გამო ქალს ბინაში ელექტროენერგია, წყალი და გაზი გაუთიშეს.


ახალი წლის წინ ქალი რეგულარულად დადიოდა კლუბში სამუშაოს პოვნის იმედით, ხოლო მისი მშიერი ვაჟი დიდხანს რჩებოდა ცივ ბინაში ელექტროენერგიის და წყლის გარეშე.


31 დეკემბერს სახლში დაბრუნებულს შვილი საშინელ მდგომარეობაში დახვდა. მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ექიმებს ადგილზე დახვდათ, გათოშილი და დაუძლურებული ბიჭი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს თუ რამდენად მძიმეა ბავშვის მდგომარეობა. ის ძლივს მოძრაობდა, როცა სასწრაფო დახმარება მოვიდა. ისინი ცდილობდნენ ოლგასთვის ეკითხათ ბიჭის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მას კარგად არ ესმოდა ესპანური და ვერ უპასუხა კითხვებს.

ექიმები ბიჭის სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ის გარდაიცვალა. ახლა სამართალდამცველები რუსი ქალის პოვნას ცდილობენ, რომელიც მიიმალა, რათა მას შვილის მკველობის გამო პასუხისგებაში მისცენ.


პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ბავშვის მამასაც. ბიჭის ცხედრის წასაღებას ჯერჯერობით არავინ გამოცხადებულა.

1
159
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
159
  
15 იანვარი, 19:56
ეგენი სულიერებით აღსავსე ხალხია, ჩვენი უფროსი ძმები, ელგებეტე ევროპელებს კი არ ჰგავნან.
0 1 1