სიახლეები გერმანიაში 6 ათასი ახალი ავტომობილი დგას, თუმცა მყიდველი არ ჩანს დღეს, 14:25 თითქმის 6000 ძვირადღირებული ახალი მანქანა დგას უზარმაზარ ტერიტორიაზე ესენის ჩრდილოეთით. ქალაქის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია არის სატრანზიტო პუნქტი დასავლეთ გერმანიის უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებლებისთვის. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, არასდროს მომხდარა ლოგისტიკური კომპანიის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე: მათ ადგილი აღარ აქვთ! ”არასოდეს განმიცდია მსგავსი რამ, აქ რაც ხდება, ათ წელზე მეტია აქ ვმუშაობ”, - განუცხადა გამოცემა BILD-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა. „მხოლოდ მანქანები მოყავთ, მაგრამ მანქანებით თითქმის არავის მიყავს“. თითქმის მთელი ტერიტორია - შევსებულია. ახლა ყველა პარკინგი დაკავებულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი მანქანის ფასი 50, 000 ევრო ან მეტია და უზარმაზარი აქტივი ლპება. გადატვირთულობის მიზეზი საკმაოდ მარტივი და სამწუხაროა: მათი ყიდვა აღარავის სურს! „აქ არის ბევრი მანქანა, რომელიც ექვს თვეზე მეტი ხნის წინ დააყენეს.არის მანქანებიც, რომლებიც ერთ წელზე მეტია აქ დგას“, - ამბობს ავტოსადგომის თანამშრომელი. საერთო ჯამში "მილიონობით დოლარი" დგას და ამაოდ ელოდება მყიდველს. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გერმანიაში ახალი მანქანები უმოქმედოდ დგას მაღალი ფასების და მოთხოვნის სიმცირის გამო. ელექტრო მანქანებს აქვთ მანძილის მცირე დიაპაზონი და ასევე ძალიან ცოტაა დამტენი სადგურებია ქვეყანაში. "ჯერ ერთი, ისინი ძალიან ძვირია და მეორე, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ელექტრომობილის ეს სტრატეგია არ მუშაობს ისე, როგორც გვპირდებოდნენ“, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი. მისთვის მიზეზი ნათელია: „დამტენების ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და მანძილის მცირე დიაპაზონი. ახლა ჩვენ ყველას გვაქვს პრობლემა." მიტოვებული და მივიწყებული მოდელების უმეტესობა Volkswagen-ი და Audi-ია. 311 1-ს მოსწონს
|