საზოგადოება „ქოცს თუ საჭმელში უფურთხებ, რა დარწმუნებული ხართ, რომ თქვენც იგივეს არ მიირთმევთ?“ დღეს, 11:37 . „ჩაუფურთხე ქოცს ! - ახალ მოძრაობას გუშინ ფეისბუქში ჯგუფი "დაიტოვე" აანონსებდა. . მანამდე კი რამდენიმე ოპოზიციურმა აქტივისტმა დაწერა, რომ იციან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც რესტორნებში მუშაობენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს საჭმელში და ჩაისა თუ ყავაში ჩაუფურთხებდნენ და ასე გამოხატავენ პროტესტს. ამ ფაქტს ხელისუფლების მხარდამჭერები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მეორე მხარეს გაცილებით მეტი ადამიანი დგას და რადიკალების მოწინააღმდეგე აქტივისტებს ოცნების მხარდამჭერი მიმტანები თუ მზარეულებიც ანალოგიურად უპასუხებენ. . “მაქარაშვილმა თუ სამი ადამიანი იცის, რომელიც ქოცს საჭმელში უფურთხებს, მას უნდა ახსოვდეს, რომ მეორე მხარეს უფრო მეტი რაოდენობის ადამიანია. ისინიც იმახსოვრებენ გიგა მაქარაშვილებს და მსგავს პერსონებს და ხელისუფლების მხარდამჭერი მიმტანები და მზარეულები ისე უპასუხებენ ამ გარეწრებს, როგორც იმსახურებენ. ანუ რაც დაიწყეს იმავეს მიიღებენ ისინიც. მაქარაშვილის ამოცნობა გაჭირდება, თუ დანარჩენი რადიკალების? ან, რა იცით, რომ თქვენც ჩაფურთხებულებს არ მიირთმევთ? დარწმუნებული ხართ ამაში? -- წერენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ პოსტების კომენტარებში მათი ინიციატივით აღშფოთებული მოქალაქეები. . მოქალაქეები აღნიშნავდნენ, რომ მათაც იციან სარესტორნო სფეროში მომუშავე ადამიანები, რომლებიც იგივენაირად უპასუხებენ რადიკალური აგრესიის მთესველ აქტივისტებს და ეს აღარ უნდა გაუკვირდეთ, რადგან ისინი უმცირესობაში არიან და მეორე მხარეს ბევრად მეტი ადამიანია, ვიდრე ოპოზიციის მხარეს. . “წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან და რა დონის სიგიჟემდე მივიდნენ, საკვებში ჩაფურთხებაო და ეს მიაჩნიათ ნორმად. რადიკალებისა და მოძალადეების რეალური სახეა ეს. პროტესტი ჩაქრა და რომ აცნობიერებენ, შედეგი ვერ დგება, ყველა საზიზღრობას კადრულობენ. ვის ტვინში იხარშება ეს სისულელეები და საიდან მოსდით ასეთი ბინძური აზრები. რა დონის არაადამიანურია მათი ყველა ნაბიჯი. ღმერთო შენ უშველე ჩვენს ქვეყანას. -- წერენ კომენტარებში. . შეგახსენებთ, გიგა მაქარაშვილი გუშინ წერდა: . მინიმუმ 3 ადამიანი ვიცი, ვინც დღეს მოსამართლეების სუფრას უნდა მოემსახუროს! სამივესგან ვიცი, რომ უკლებლივ ყველა კერძში ჩააფურთხებენ! არის ამბავი, რომ მზარეულებიც იგივე აზრზე არიან - წერდა მანამდე სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფეისბუქზე... 403 1-ს მოსწონს
|