x
მეტი
  • 12.01.2025
  • სტატია:139334
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512679
ადრეული შეფასებით, ლოს-ანჯელეს ოლქის ხანძარი შეიძლება იყოს ყველაზე ძვირი აშშ-ს ისტორიაში

ლოს-ანჯელესის ოლქში ამ კვირაში გაჩენილი ტყის ხანძრები შორს არის ლოკალიზებისგან, მაგრამ ისინი უკვე სავარაუდოდ ყველაზე ძვირი იქნება აშშ-ს ისტორიაში და ყველაზე უარესი სტიქიურ უბედურებებს შორის. დამანგრეველმა ხანძრებმა დაღუპა სულ მცირე 11 ადამიანი და დაწვა 12000-ზე მეტი შენობა სამშაბათიდან მოყოლებული, რამაც გაანადგურა მთელი უბნები, რომლებიც ოდესღაც მრავალმილიონიანი საკუთრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია ფინანსური ზარალის ზისტი აღრიცხვა, ჯერჯერობით მიღებული დანაკარგები, სავარაუდოდ, ტყის ხანძრებს ყველაზე ძვირად აქცევს აშშ-ში, სხვადასხვა შეფასებით. “აქუვედერის" წინასწარი შეფასებით, ზარალი 135-დან 150 მილიარდ დოლარამდეა. სედარებისთვის, “აქუვედერმა" შეაფასა ქარიშხალი ჰელენის მიერ მიყენებული ზიანი და ეკონომიკური ზარალი, რომელმაც შარშან შემოდგომაზე სამხრეთ-აღმოსავლეთის ექვსი შტატი დაანგრია, ზარალით 225-დან 250 მილიარდ დოლარამდე. “ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული ტყის ხანძარი კალიფორნიის თანამედროვე ისტორიაში და ასევე, სავარაუდოდ, ყველაზე ძვირადღირებული ხანძარი აშშ-ს თანამედროვე ისტორიაში, ლოს-ანჯელესის გარშემო მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, სადაც ქვეყანაში ყველაზე ძვირფასი უძრავი ქონების მქონე პირები ცხოვრობენ", - თქვა ჯონათან პორტერმა, კერძო ფირმის მთავარმა მეტეოროლოგმა. “აქუვედერი" ასახავს მრავალ ცვლადს მის შეფასებებში, მათ შორის სახლების, ბიზნენის, ინფრასტრუქტურისა და მანქანების დაზიანებას, ასევე დაუყოვნებლივ და გრძელვადიან ჯანდაცვის ხარჯებს, ხელფასების დაკარგვას და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებს. ლოს-ანჯელეს ოლქის ტყსი ხანძარი, რომელიც გამოწვეული იყო ქარიშხალი სანტა ანას ქარებით და ექსტრემალური გვალვით, ძირითადად შეუზღუდავი დარჩა შაბათს. ეს ნიშნავს, რომ ხანძრის შედეგად მიღებული დანაკარგების საბოლოო რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება. ზარალმა შეიძლება მიაღწიოს კალიფორნიის შტატის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 4%-ს.

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0