სხვა ფოტოზე, გოგონას უკან მდგარი ვეფხვი, საზოგადოების მხრიდან განსჯის საგანი გახდა 11 იანვარი, 19:07
სოციალურ ქსელებში პრიმორიეში მდებარე პიდანის მთიდან საინტერესო ფოტო ვრცელდება, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში ცხარე კამათი გამოიწვია. ზოგს სჯეროდა ფოტოს ავთენტურობის, სადაც ჩანს ამურის ვეფხვი, რომელიც გოგონასგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დგას და უყურებს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შეუძლებელია ასე ფოტოს გაყალბება და არგუმენტად მოყავთ ის ფაქტი, რომ ამ ადგილებში ვეფხვები ხშირად ჩნდებიან.
სხვები კი დასცინოდნენ გულუბრყვილო თანამემამულეებს და აქვეყნებდნენ უამრავ მემებს, სადაც ამატებდნენ სხვადასხვა ცხოველებს. ფოტოს ავტორებმა თითქოს განაცხადეს, რომ მათ ფოტოშოპი არ გამოუყენებიათ, ვეფხვი კი უბრალოდ შემობრუნდა და წავიდა. პრიმორიეს მხარის საზოგადოება ირწმუნება, რომ ფოტო გადაღებულია მთაში მამა-შვილის გასეირნების დროს. კაცმა გადაწყვიტა ლოდზე ჩამომჯდარი ქალიშვილისთვის გადაეღო ფოტო და მხოლოდ დაწკაპუნების შემდეგ მიხვდა, რომ მოზარდის უკან უზარმაზარი ვეფხვი იდგა. მან თავის ქალიშვილს დაუძახა და ამ დროს მტაცებელი, ისე, რომ მათ მიმართ ინტერესი არ გამოუჩენია, შემობრუნდა და წავიდა. ვეფხვის საქციელი ახსნეს იმით, რომ ის კარგად გამაძღარი იყო. თუმცა, ფოტოს ავთენტურობა ჯერ არ არიყო დადასტურებული, აღნიშნავდა ადგილობრივი მედია. როგორც გაირკვა, საჯარო გვერდებმა პოსტების დაწერის დროს ცოტა იცრუეს. ჟურნალისტებმა გოგონას პოვნა შეძლეს. 18 წლის სოფიას თქმით, ფოტო პრიმორიეში დარდანელის ხეობაშია გადაღებული და არა მამის, არამედ დედამისის მიერ. მაგრამ მთავარია, სიმართლეა- ფოტო არ არის ყალბი. ფოტო ინტერნეტში დედამისმა ანასტასიამ გამოაქვეყნა, რის შემდეგაც იგი ადგილობრივ ჩატებსა და საჯარო გვერდებზე გავრცელდა. როგორც სოფიამ თქვა, ვეფხვი ფოტოზე მხოლოდ სახლში ნახეს, როცა მონიტორზე ათვალიერებდნენ ფოტოებს. ”ჩვენ ოდნავ შევშინდით”, - მოკლედ აღწერა თავისი ემოციები გოგონას დედამ, 44 წლის ანასტასიამ. იმავდროულად, პრიმორიეში, ამურის ვეფხვების დასახლებულ პუნქტებთან მიახლოების შემთხვევები გახშირდა. 2024 წელს ვეფხვმა 200-ზე მეტ შინაური ცხოველი დაგლიჯა. 568 2-ს მოსწონს
|