x
მეტი
  • 13.02.2025
  • სტატია:140195
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513158
N3

არსებობს რაღაც მარადიული

რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი კითხვა ჩნდება ... სულ... მუდმივად...

ალბათ ადამიანის არსებობის საზრისი და დანიშნულებაც ეს არის.

იბადება და იქვე ჩნდება პირველი კითხვა: სად ვარ?


მერე უკვე მოდის უამრავი, ზღვის ტალღებივით აზვირთებული აზრების, ემოციების, გრძნობების გროვა და ყველას თავისი კითხვა აქვს . ყველა ტოვებს თავის კვალს, თავის კითხვას (მნიშვნელოვანს ან უმნიშვნელოს, ერთს ან მრავალს).

სუბიექტურია ყველა დამოკიდებულება, ყველა შეხედულება - ეს ვიცით ყველამ და მაინც მუდმივად ვკამათობთ, ვმსჯელობთ და განვიხილავთ.

ადამიანებს არასოდეს შესწევდათ იმის უნარი ბოლომდე მიეღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ღმერთმა გამოგზავნა დედამიწაზე.

სულ რაღაცის ძიებაში, სულ გარდასახვაში და სულ ცვლილებებში არის სხეული და სული. არათუ სხვებთან, ერთმანეთთანაც ვერ მოდიან თანხმობაში ეს ორი სუბსტანცია. მუდმივი ბრძოლა და შეუთავსებლობა ახასიათებთ და არასოდეს არის რინგი თავისუფალი.

ის, ვინც ამბობს, რომ ჰარმონიულად ცხოვრობენ მისი სული და სხეული ერთად - მოჩვენებით ინარჩუნებენ ამ კონდინციას. ბოლოს იქ, სადაც სრულიად შიშველი რჩება საკუთარ თავთან ადამიანი - ყველა ნიღაბი იხსნება და ერთიანად ამოხეთქავს კბილებით დაჭერილი კონფლიქტი “მე“-ს და “მე“-ს შორის.

სანამ იარსებებს კითხვა : რატომ?

ვიარსებებთ ჩვენც

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:დაე იქმნას ნათელი
დაე იქმნას ნათელი
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0