x
image
მაკუნა
Mediator image
ბერას პენალტი სპეციალურად სააკაშვილისთვის
რეპორტაჟი "დინამოდან"

image

წინასაარჩენო კამპანიის დროს პრეზიდენტმა დაუფარავი ზიზღი და სიძულვილი განსაკუთრებით ერთი ახალგაზრდა მომღერლის მიმართ ვერ დამალა, მას სტუდიაში ჩაკეტვა და “უნიჭო” სიმღერების ჩაწერა ურჩია . “უნიჭომ” პრეზიდენტის მოწოდება გაითვალისწინა და ნიჭიერად “ავტოგოლიც”გამოაცხო. პრზიდენტისთვის მიძღვნილი მომღერლის პასუხი ჰიტად იქცა და სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღეში რეკორდი მოხსნა. “უნიჭო” ამას არ დასჯერდა და 20 სექტემბერს სააკაშვილს პენალტი დინამო არენაზე, პირდაპირ ცხრიანში მოურტყა. მართლაც, სხვა სიტყვებით შეუძლებელია გადმოვცე ქართველი რეპერის და “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ბერა ივანიშვილის ტურნე “გპირდების” დასკვნითი ნაწილი თბილისში.

მობილურებით განათებული დინამო


... გამოგიტყდებით რეპი, როგორც მუსიკის ჟანრი, არასდროს მყვარებია. თუმცა ბერას რეპი, როგორც თავად ერთ-ერთი სიმღერის ტექსტშიც ამბობს, მეტია ვიდრე უბრალოდ სიმღერა.

ფაქტი ერთია, არასოდეს მინახავს ეროვნულ სტადიონზე მოხვედრის ამდენი მსურვლი... მეც მათ ტალღას ვუერთდები და ვცდილობ როგორმე შევაღწიო დინამოზე. მაყურებლის რაოდენობა ყველა მოლოდინს აჭარბებს, ტრიბუნები, მოედანი სავსეა, თან აქ ყველა “ნამდვილია”... ეს ის დინამო არაა, რომელზეც სამიოდე კვირის წინ ადამიანებს იძულებით “მიერეკებოდნენ”...
სტადიონზე არათუ სასურველი ადგილის შოვნაა რთული, უბრალოდ შეღწევაც ძალზედ გაძნელებულია... როგორც დაცვა მეუბნება, ახალგაზრდებმა ხუთი საათიდან დაიწყეს შეკრება, რამდენიმე საათით ადრე მისულთა პრივილეგია ბერას სამაჯურებით დასაჩუქრება იყო. ზოგისერთს კი, ვისაც მეტად გაუმართლა მომღერლის მაისურები შეხვდა, უფრო სწორედ თავპირი დააუმტვრევიათ ერთმანეთისთვის ამის გამო.
“ დინამო” ჩაბნელებულია, დროდადრო მომღერლის სახელს სკანდირებენ თინეიჯერი ფანები... თუმცა სტადიონზე ყველა ასაკის ადამიანს ნახავთ...
ქართული ტრადიციული ნახევარსაათიანი დაგვიანება... მოუთმენლობა პიკს აღწევს... და შოუც იწყება...
ლაზერული თვალისმომჭრელი განათება, მოცეკვავეები და ბერას პირველი გამოჩენა...გულშემატკივრების ოვაციები დინამოს აზანზარებს...
გადავსებულ სტადიონებზე კონცერტებით შესაძლოა სხვა ევროპული ქალაქები განებივრებული იყოს, მაგრამ თბილისი არა... ამიტომ ემოციურად ძალიან ამაღელვებელია ასეთი სცენების ნახვა...
ერთ სიმღერას მეორე ცვლის... ტექსტები ჩემგან განსხვავებით სტადიონის დიდმა ნაწილმა ზეპირად იცის... განსაკუთრებული სიამაყით კი იმეორებენ ბერას სიტყვებს “თავიდან ფეხებამდე ქართული”... დროდადრო ბერა მაყურებელს მიმართავს, ულოცავს ოცნების ახდენის დასაწყისს სრულიად საქართველოს... მრავალათასიან გულშემატკივარს კი სიყვარულით, უშუალოდ ესაუბრება, უდიდეს მადლობას უხდის ამ სიხარულისთვის... ამბობს, რომ დღეს მას ბავშვობის ოცნება აუხდა, რომ ამდენ თბილ გულშემატკივარს ყველა მაღალი დონის ვარსკვლავი ინატრებდა, იქვე დასძენს, რომ დღეს თავადაა ყველა სტადიონზე მისულის ფანი...
ალბათ, მაყურებელთან ასეთი მიდგომა და ტექსტების “ნამდვილობაა” ბერას წარმატების მიზეზი... მან რამოდენიმე თვეში შეძლო უამრავი ადამიანის გულის დაპყრობა, მავანი იტყვის ფულს ყველაფერი შეუძლიაო, ამ კონცერტსაც “ვიღაც ბერას” გარეპვად ჩათვლის. თუმცა ვინც 20 ოქტომბერს სტადიონზე თვალი მაინც მოკრა საოცარ ატმოსფეროს, მიხვდება რომ ფულს ამდენი მოსიყვარულე თვალების ყიდვა ნამდვილად არ შეუძლია...
ბერასთან ერთად დუეტებს ასრულებენ მისი ამერიკელი მეგობარი რეპერები, დინამოზე ტემპი კიდევ უფრო მატულობს... ჩემს გვერდით მდგარი 60-ოდე წლის დაცვის თანამშრომელი რიტმებს ყვება და ბოლომდე ცდილობს შეიგრძნოს წამის სიამოვნება... საუცხოო კადრია... გადაჭედილ სტადიონს კი ამ დროს მომღერალ აშერის ფოტოგრაფი ფირზე ასახავს... ბერა მას ამ გზავნილით უშვებს ამერიკაში და ამერიკელებთან აბარებს, “არაა აუცილებელი ლოს-ანჟელესში ცხოვრობდე, იმისათვის რომ მაგრად გაერთოო”.
სტადიონზე ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის ბერას სიურპრიზი, იგი საკუთარი მობილურის ნომერს აცხადებს და პირველი სმს-ის ავტორი სცენაზე აჰყავს...სიმღერა "სმს" სწორედ მას უძღვნის... სიურპრიზები ამით არ თავდება. ეფექტური ნომრები, მობილურებით განათებული დინამო არენა საუცხოო ეფექტს იძლევა... ახალი სიმღერები ერთიმეორეს ცვლის. კალაძის გამოჩენა დინამოს სტადიონზე კი ემოციების ახალ ტალღას იწვევს... ბერა წუხს, რომ გაპოლიტიკოსებულ “კალას” მისთვის დრო აღარ რჩება და გულში იკრავს მეგობარს...
გამიჭირდება ყველა ის ემოცია ბოლომდე გადმოვცე, რაც თითეული სიმღერას თან ახლდა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირვილად ვიყავი ქართველი მომღერლის საკონცერტო შოუთი გაოცებული, პირველად იყო გასაგები თითეული სიმღერის, თითეული სიტყვა და პირველად არ ვფიქრობდი იმაზე, (არამარტო მე არამედ მთელი საქართველო, ) რომ ეს კონცერტი ქართველი ხალხის ჯიბიდან ანუ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა...
ბერამ გულშემატკივრებს ალბომის შესახებაც ამცნო, რომელიც წლის ბოლომდე გამოვა დივიდისთან ერთად, მასში დინამოზე გამართული კონცერტი იქნება ასახული ფილმად. “ეს ყველაფერი კი საჩუქრად ჩემგან, რადგან მე არასდროს არ მექნება საქართველოში ფინანსური ინტერესები”_ ამცნო ჩახლეჩილი ხმით ბერამ სასიამოვნო სიახლე მაყურებელს... სიხარულით გამოწვეული გულშემატკივართა ემოცია კი გადაფარა გრანდიოზულმა ფეიერვერკმა, რომელმაც თურმე შეაზანზარა ქალაქის გარკვეული ნაწილი, თუმცა აჟიტირებული და ემოციურად დატვირთული ფანებისთვის მერწმუნეთ ფეიერვერკების გუგუნზე მეტად გაცილებით მნიშვნელოვანი დინამოზე დამტკიცებული ახალგაზრდული ერთობა გახლდათ. გამორჩეულად კი ბერას შეფასებისას, მისი ზრდასრული თაყვანისმცემლის შეფასება დამამახსოვრდა: “ ვინატრებდი, ამ ადამიანის სული, აზრი და ქვეყნის სიყვარული მისცა სრულიად ქართველობას, ეს სამუდამოდ შეცვლის საქართველოს ისტორიას, რა თქმა უნდა სიკეთისკენ”...


მაკა დეკანოსიძე "ქართული სიტყვა"

12
1779
11-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
1779
  
2012, 30 ოქტომბერი, 23:57
ხო და ვინც არ ყოფილა შესაძლოა მნიქვნელობათ ჩათვალონ!
2012, 30 ოქტომბერი, 23:37
გეთანხმები ნამდვილად იმაში რომ ვინც იქ არ იყო ვერ შეიგრძნობს ბოლომდე იმ ემოციას და სიხარულს რაც იქ მყოფებმა განვიცადეთ.მე არცერთ კონცერტზე ასეთი სანახაობა არ მინახავს და ასეთი სიხარული არ მიგრძვნია...ბედნიერი ვიყავი რომ იმ დგეს მთელი საქართველო იყო გაერთიანებული ნამდვილად..ბერა ნამდვილი სასწაულია..მან ყველა ქართველის გულში შეაღწია
2012, 27 ოქტომბერი, 4:44
მე მხოლოდ ფაქტებზე ვწრ, უბრალოდ ამ სტატიის წერისას ზომიერების დავცა გამიჭირდა, ძალიან შთამბეჭდავი იყო და ვეცადე უბრალოდ ზუსტად გადმომეცა ემოცია!
2012, 27 ოქტომბერი, 4:08
ნუ არ დავკონკრეტდი იმიტო რო გამონაკლისი ყველგან და ყოველთვის არსებობს და ვიფიქრე დაკონკრეტება კომენტარსჰი არ იქნებოდა აუცილებელი მაგრამ უმრავლესობა ხომ წერდა არა ზღაპრებს ასე რომ ამის თქმა მინდოდა მხოლოდ :P
2012, 27 ოქტომბერი, 4:03
მადლობა, ისე ჩემს სტატიებს, მითუმეტეს გაზეთში თვალს თუ გადაავლებ სიმართლეა სულ...ასე რომ იკითხეთ "ქართული სიტყვა"... მაინვდამაინც მონსტრი გაზეთებისმაგვარი უნდა იკითხოთ?
2012, 27 ოქტომბერი, 3:59
დიდი ხანია პრესა სიმართლეს აგარ წერდა და კაია ზლივს მარტალი სტატია რო ნახე მადლობა ავტორს.
2012, 27 ოქტომბერი, 1:48
მადლობა, ზურა, გულწრფელი ემოციაა და კარგია თუ მოგეწონა
2012, 26 ოქტომბერი, 21:55
რამდენი ხანია ასეთი კარგი სტატია არ წამიკითხავს. უძლიერესი ხარ მაკა. ბრავო.
2012, 26 ოქტომბერი, 11:53
კარქი ბიჭია მარა მის სიმღერებს ვერ ვიტან მარტო ერთი მომწონს
2012, 26 ოქტომბერი, 10:34
+++++
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10