თეატრი "რატომ ხართ ეს ბიზნესმენები ოციოდე კრეტინზე აკრეფილები და რატომ ისვრით ჰაერში ამდენ ფულს?"-გელა ზედელაშვილი დღეს, 18:42 "ეჰ, ლაშა პაპა, შენცა, კაცო, შენცა?! წავიკითხე, დავღონდი, ჩავფიქრდი, სიტყვაძვირი გავხდი, მაგრამ ეს მაინც უნდა ვთქო: ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილისთვის პროტესტის ნიშნად ჯილდოები უკან მიუყრიათ. “დურუჯის'' ჯილდოებიო. არც ვიცოდი, ეგეთი ჯილდო თუ არსებობდა, დავგუგლე, თეატრალური პრემია ყოფილა, თურმე ფულსაც შეიცავს. მაპატიეთ, ჩემი გაუნათლებლობის ბრალია, დურუჯი ვიცი მე ყვარელში, მდინარეა. ამათ, ამ ე.წ. თეატრალებს “მენდლები'' მიუტანიათ პაპაშვილთან, მიუყრიათ, შენ “ნაციანი'' გვეგონე და თურმე “ქოციანი'' ჰყოფილხარო, ფულს ვერ დაგიბრუნებთ, ჩვენთვინ ეგ მტკივნეული თემაა, გაფიცულთა ფონდში გადავრიცხავთო. რაის გადამრიცხავები ესენი არიან, ტუალეტში რომ შედიან, უკან იყურებიან, ემანდ არაფერი გაგვიყვესო, მაგრამ სიტყვასაც ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს? რაღა დაგიმალოთ და... მე პაპაშვილზე უფრო გავბრაზდი, ვიდრე “მენდლების'' უკან დამბრუნებლებზე. ჯერ “მენდლებიანთა'' გვარ-სახელებს ჩამოვთვლი, მერე კი იმას მოგახსენებთ, რატომ გავბრაზდი პაპაშვილზე: დავით გაბუნია, მიხეილ ჩარკვიანი, სანდრო ნიკოლაძე, გია სურმავა, თორნიკე გოგრიჭიანი, დათა თავაძე, ნატუკა კახიძე, ალექსი ჩიღვინაძე, თამთა მელაშვილი, ქეთა შათირიშვილი, დათო საყვარელიძე, ლაშა ბუღაძე, კახა კინწურაშვილი, თამრი ოხიკიანი, გეგა გაგნიძე, პაატა ციკოლია, ოთარ ქათამაძე, ნინო კასრაძე, ნანკა კალატოზიშვილი. ჰოდა, იმას ვამბობდი, ლაშა ბატონო, ამათ რომ ჯილდოებს ურიგებ, თან “მაყუთსაც'' აძლევ, არ იცი, რომ იქით შემოგიტრიალდებიან და გაგლანძღავენ?! არ იცი, რომ ესენი გავარვარებული “ნაცები'' არიან?! ბიჯოოოოოოოოო! რა ვერ ისწავლეთ, რა ვერ გაიგეთ, რა ვერ შეიგნეთ, რა გჭირთ, ყველანი ამ უნიჭოებს რომ აყრით ფულსა და პატივს? ისევ ბუღაძე? ისევ კინწურაშვილი? ისევ კასრაძე? ისევ კალატოზიშვილი? ყველა ჩამოვთვალო? ჯილდოები ვის ჩამოურიგე ვედროებით, ეს ხომ ჩემზე კარგად იცი? კარგი, ჰო, მამუკა ხაზარაძე რომ ურიგებს და თავის ჭკუაზე აბრიყვებს, ეგ გასაგებია, მას თავისი ამბიციები აწუხებს და უღირს, მაგრამ შენ რამედ გიღირს? შენ რამე ხეირს იღებ აქედან? დარწმუნებული ვარ, არაფერს! რატომ ხართ ეს ბიზნესმენები ოციოდე კრეტინზე აკრეფილები და რატომ ისვრით ჰაერში ამდენ ფულს? აქ ორი ვერსია მაქვს: ალბათ გახსოვს, ამას წინებზე თეა წულუკიანმა თქვა, მინისტრობისას ერთ-ერთმა ელჩმა (რაღა ერთ-ერთმა, აშშ-ის ელჩი იქნებოდა) თავისთან დამიბარა და სია გადმომცა, ესენი უნდა დააფინანსოო. ჰოდა, ახლა მიჩნდება ეჭვი, “დურუჯით'' ვინ უნდა დაგეჯილდოებინა, მაგ სიას საელჩოებიდან ხომ არ გიგზავნიდნენ? მეორე - იქნებ ვალი გაქვთ რამე ამ “პროჭანკალებისა'' ბიზნესმენებს, იქნებ ძაან “ნიჭივრები'' გგონიათ და ამიტომაც უხდით წამდაუწუმ უზალთუნებს?! ხალხო, უზალთუნიანებო, მდიდრებო და შეძლებულებო! ღმერთმა მოგცეთ, ღმერთმა ფულები გიმრავლოთ, მაგრამ როდის ისწავლით, ვინ უნდა დააჯილდოვოთ? ვიმეორებ: რას მიადექით ამ ერთი და იგივე ბერწ “სასტავს''? წადით, რა, თუ მაინც და მაინც გეფხანებათ ეგ ფულები, რეგიონულ თეატრებს დაეხმარეთ (იქ არანაკლები მსახიობები და რეჟისორები არიან), რეგიონულ სამწერლო ორგანიზაციებს მიხედეთ... ბოლო-ბოლო, გლეხებს გადაეცით პრემიები ბოსტნებისა და ბაღ-ვენახების მიხედვით, ვიღაცას ტრაქტორი უყიდეთ, ვიღაცას შესაწამლი აპარატი უყიდეთ, ვიღაცას ღობე-ყორე აუშენეთ, რავი, ყველაფერი მე გითხრათ? გავიხედავ - ბუღაძე! გამოვიხედავ - ბუღაძე! ტელევიზორს ჩავრთავ - ბუღაძე! უთოს ჩავრთავ - ბუღაძე! ჰოდა, ჩემო ლაშა, რასაც გიშვრებიან და როგორც გექცევიან, ნუღარ გიკვირს, შენ და შენნაირებმა ეგ დაიმსახურეთ. ამის შემდეგ კიდევ ჩამოურიგებ “დურუჯებს'' “ნაცპრაშმანდოვკებს''? ისევ მოგაყრიან უკან ფულის გარეშე და ქულებსაც დაიწერენ. ვააახ, კაცოოოოო! ფული გაქვთ და ისევ უსამშობლოებს აყრით? თუ ვერ გაგიგიათ, ვის მისცეთ, დამირეკეთ, გეტყვით."-წერს სოციალურ ქსელში გელა ზედელაშვილი. 142 2-ს მოსწონს
|