x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ერთი ამბავი უნდა მოვყვე...."- რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" ერთ - ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც რამდენიმე წლის წინ, ბრიტანეთის საელჩოში გამართულ მეფის დაბადების დღეზე ჩინეთის ელჩთან შეხვედრის ისტორიას იხსენებს:


"ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე, ერთი ამბავი უნდა მოვყვე.


მეფის დაბადების დღეზე ვარ, ბრიტანეთის საელჩოში.

მიღებაა და დავცანცარებ, ვციმციმებ ...

გიგა ვიღაცასთან სალაპარაკოდ გაჩერდა, ცოტა ხანს მეც დავეყუდე და ცხადია მალევე გულმა სხვა ჰორიზონტებისკენ გამიწია ...

გავცილდი გიგას, წავედი საჭმლისკენ.

ვინც საელჩოში ნამყოფები ხართ, ალბათ ყველას გინახავთ დეკორატიული აუზები.

მოკლედ, ეგ აუზი უნდა გავიარო საკვებამდე რომ მივიდე.

აი უკვე მივაღწიე და მესმის საოცარი დგაფუნის ხმა, მოვიხედე და ვიღაც არის სახით ჩავარდნილი - სახე უდევს დეკორატიულ ქვებზე.

იქვე მოვკარი თვალი გიგას სახეს და დაჭყეტილ თვალებს - გვერდზე თუ არ ვუდგავარ და ხმაური ესმის, სულ ფიქრობს რომ მე გადავიჩეხე.

Eye ????️ contact დავამყარეთ, ორივემ უხმოდ გამოვხატეთ სიხარული რომ მე არ ჩავჩეხილვარ აუზში და ამაყად გავაგრძელე ჩემი ლაშქრობა.

ამასობაში ეს კაცი წამოხტა და სადღაც გაიქცა.

შემხვდა საპატრიარქოს გიორგი ზვიადაძე და მხიარულად ველაპარაკები, როგორ ჩავარდა ვიღაც კაცი აუზში და რა ბედნიერებაა, რომ ამჯერად არაფერ შუაში ვარ.

ეგო იყო ჩინეთის ელჩიო - ზვიადაძემ

მითხრა.

მოკლედ, დიდი სიახლოვე მაკავშირებს ელჩ ჭოუ ციენთან - ოღონდ თვითონ არ იცის.

მე ხომ დარწმუნებული და მადლიერი ვარ, რომ იმ აუზში ჩემ ნაცვლად ჩავარდა ????"- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის პოსტში.

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
89