ქალი და მამაკაცი ქმართან 16 წელია სე@სი არ მქონია და მისი ნებართვით საყვარელიც მყავს. მაგრამ მე ვიცი საიდუმლო, რამაც ის იმპოტენტი გახადა... დღეს, 15:33 ყოველ იანვარს ჩემი დიდი ოჯახი აწყობს დიდ წვეულებებს. თითოეულ ადამიანს მოყავს თავისი შვილები და პარტნიორი, ჩემს შემთხვევაში კი პარტნიორები - ჩემი ქმარი მარკუსი და ჩემი მეგობარი მამაკაცი ნილი.
დიახ, სწორად წაიკითხეთ: მე მყავს ქმარი და საყვარელი. მაგრამ ერთმანეთს არ მტრობენ, ისინი ხშირად საუბრობენ ისტორიასა თუ პოლიტიკაზე . მე ვერ ვიტყოდი, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ პატივს სცემენ ერთმანეთს და დაბადების დღეებზე ცვლიან საჩუქრებს, რეცეპტებს და ზოგჯერ ელ.ფოსტასაც. დაძაბულობა არ შეინიშნება ეს იწვევს მხიარული ღიმილს ჩემს ძმებსა და დებში; ყოველთვის მომწონდა საღად მოაზროვნე მამაკაცები და ახლა ორი მყავს. რაც შეეხება ჩვენს შვილებს (ერთი ჯერ კიდევ სკოლაშია, მეორე - უნივერსიტეტში), ისინი ამ სიტუაციას მშვიდად იღებენ. ჩვენი მდგომარეობას ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ. როდესაც ახლადშეძენილი მეგობრები ვარაუდობენ, რომ მე პოლიამორული ვარ, მე კატეგორიულად უარვყოფ ამას. ორივესთან ურთიერთობის საზღვრები მკაფიოდ მაქვს განსაზღვრული და ერთმანეთს არ კვეთს: მე და მარკუსი ერთად ვზრდით ჩვენს შვილებს, გვაქვს სახლი და გვაქვს ღრმა სიყვარულით გამსჭვალული ოჯახური კავშირები, ასევე საერთო ფინანსები. მაგრამ ჩვენ 16 წელი არ გვქონია სექსი.მე და ჩემი 59 წლის მეგობარი ბიჭი, ნილი, თითქმის ცხრა წელია მონოგამიურ რომანტიკულ ურთიერთობაში ვართ. როცა ჩვენ ერთად ვართ, ჩვენი საშინაო ცხოვრება ძირითადად შემოიფარგლება საჭმლის მომზადებით და Netflix-ის ყურებით. მას ჰყავს ზრდასრული ვაჟი, თუმცა დაქორწინებული არასოდეს ყოფილა, ცხოვრობს, მარტო ბინაში ეპიკური აუდიო სისტემით, მაგრამ ნაკლები კომფორტით. ვიცი, რომ ზოგიერთისთვის ამის გაგება უფრო ადვილი იქნებოდა, მე რომ განქორწინებული ვიყო ან მარკუსისგან ცალკე ვცხოვრობდე. მაგრამ მათ წარმოდგენა არ აქვთ იმ მიზეზების შესახებ, რამაც გამოიწვია ეს არატრადიციული ურთიერთობა. როდესაც მარკუსი 13 წლის იყო და 1960-იანი წლების ბოლოს სკოლა-ინტერნატში სწავლობდა, მასზე სექსუალურუად იძალადა მეექვსე კლასელმა პირუტყვმა მოწაფემ. ამ ეპიზოდმა დატოვა მასში ემოციური იარები, რომელიც დღემდე არსებობს და წლების განმავლობაში მივხვდი, რომ მთავარი მიზეზი ალბათ ის არის, რომ რომ მას უჭირს ფიზიკური სიახლოვის შენარჩუნება ზრდასრულთა ურთიერთობებში. მე ასევე კარგად მესმის, რომ ცოტა რამ შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როდესაც ქორწინებაში მყოფი ერთ მეუღლე წევს, ძილი არ ეკარება ინტიმური ურთიერთობის მოლოდინში, ხოლო მეორე სექსს ზურგს აქცევს.არა და როგორიც მიყვარდა მარკუსი, ახლაც ისეთივე დავრჩი. არცერთ ჩვენგანს არ ესმოდა, რამდენად დამღუპველი იქნებოდა მისი წარსული, როდესაც ვნებიანად შემიყვარდა 30 წლის წინ. მხოლოდ 25 წლის ვიყავი, როცა მარკუსი სამსახურში გავიცანი. კოლეგამ უკვე შემატყობინა, რომ ოთახში მჯდომი სიმპათიური მამაკაცი (ჩვენზე უფროსი და ორივეზე უფროსი) იყო "მშვენიერი" და კიდევ ამასთან ერთად ჩამოთვლიდა მის მიღწევებს ხელოვნებაში. ქალის ისტორიას გამოცემა Daily mail-ი აზიარებს. 79 1-ს მოსწონს
|