მსოფლიო უზენაესი სასამართლო უარყოფს ტრამპის მოთხოვნას, შეაჩეროს სასჯელი ,,ფინანსების გადამალვის" საქმეში დღეს, 14:32 მძიმე სასჯელი, რომელიც დაეკისრება არჩეული პრეზიდენტის პასუხისმგებლობას, შედარებით არაარსებითია, - წერია სასამართლო ბრძანებაში. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ უარყო არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მცდელობა, გადაედო სასჯელი მის ნიუ იორკში ფინანსების დახურვის საქმეზე. ტრამპის ადვოკატებმა სთხოვეს ქვეყნის უმაღლეს სასამართლოს ჩარეულიყო და გადაედო პარასკევს დაგეგმილი განაჩენი მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულმა იგი გასულ წელს გაასამართლა დანაშაულის 34-ე მუხლით, რომელიც დაკავშირებულია 2016 წლის არჩევნებამდე პორნომსახიობისთვის გადახდილ ფულთან დაკავშირებულ ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებაში. ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ივლისში პრეზიდენტისთვის სასხლის სამართლებრივი დევნისგან ფართო იმუნიტეტის მინიჭებამ უნდა გააუქმოს განაჩენი. მაგრამ სასამართლოს ხუთმა წევრმა - მათ შორის მთავარმა მოსამართლემ ჯონ რობერტსმა და მოსამრთლე ემი კონი ბარეტმა, რომლებიც კონსერვატორებად არიან მიჩნეულნი, - უარყვეს ეს არგუმენტები და თქვეს, რომ ტრმპს შეეძლო უკმაყოფილება გამოეთქვა თავისი სასამართლო პროცესის მიმართ, ჩვეულებრივი გასაჩივრების პროცესში. “მეორე ტვირთი, რომელსაც სასჯელი დააკისრებს არჩეული პრეზედენტის პასუხისმგებლობას, შედარებით არაარსებითია იმის გათვალისწინებით, რომ მას დაეკისრა სასჯელი “უპირობო გათავისუფლება" მოკლე ვირტუალური მოსმენის შემდეგ, - წერს სასამართლო. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ოთხი კონსერვატორი მოსამრთლე: კლარენს თომასი, სამუელ ალიტო, ნილ გორსუჩი და ბრეტ კავანო, დააკმაყოფილებდნენ ტრამპის მოთხოვნას. მათ არ განუმარტეს დასაბუთება. ტრამპი ახლა თითქმის დარწმუნებულია, რომ პარასკევს გამოუტანენ განაჩენს. ნიუ იორკის მოსამართლე ხუან მერჩანმა ტრამპს მოსმენაზე დასწრება უბრძანა, თუმცა არჩეული პრეზიდენტი ვირტუალურად გამოცხადდება. მერჩანმა აღნიშნა, რომ ის არ დააწესებს რაიმე პატიმრობას ან მნიშვნელოვან ჯარიმას არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ. 0 შეფასება არ არის
|