x
მეტი
  • 10.01.2025
  • სტატია:139306
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512671
12 ბრენდული ნივთი, რომელთა ყალბი ნივთები ადვილად შეგიძლიათ ამოიცნოთ (ნაწილი მეორე)
კარგი მოგების და მყიდველის ყურადღების მისაქცევად მასობრივი ბაზრის მწარმოებლები არ წყვეტენ ბაზარზე პოპულარული ბრენდების ასლების გამოშვებას. თუ ადრე ყალბი საქონლის იდენტიფიცირება ერთი შეხედვით შეიძლებოდა, ახლა ზოგიერთი ასლი იმდენად ხარისხიანად შესრულებულია, რომ ორიგინალისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია.



image


ვთავაზობთ პატარა შპარგალკას მათ, ვისაც უყვარს ბრენდირებული ნივთები და სურს დარწმუნებული იყოს მათ ხარისხში. 12 ბრენდული ნივთი, რომელთა ყალბი ნივთები ადვილად შეგიძლიათ ამოიცნოთ. აქ შეგიძლიათ ნახოთ პირველი ნაწილი.



ყურსასმენი AirPods

ორიგინალი / ყალბი

image




ყალბი ყურსასმენის ორიგინალისგან განსხვავება რთული ამოცანა შეიძლება იყოს, რადგან ბოლო დროს მწარმოებლებმა AirPods-ის ჭკვიანურად კოპირება ისწავლეს. პირველ რიგში, შენაძენი უნდა აწონოთ. ორიგინალი ყურსასმენის წონა დაახლოებით 4 გრამია.



გარდა ამისა, უნდა შეამოწმოთ მოწყობილობის სერიული ნომერი. ციფრების და ასოების ამ კომბინაციით შესაძლებელია არა მხოლოდ პროდუქტის ორიგინალობის დამტკიცება, არამედ იმის გარკვევა, ხომ არ არის ყურსასმენი მოპარული. მეორე და მესამე თაობის AirPods Pro ყურსასმენისთვის ნომერი დაბეჭდილია დამტენი ყუთის შიდა მხარეს.



Adidas-ის კედი

ორიგინალი / ყალბი

image



Adidas-ის სპორტული ფეხსაცმელების ზოგიერთი მოდელი განსაკუთრებით პოპულარულია ყალბი პროდუქციის მწარმოებლებს შორის, ამიტომ დაბალი ხარისხის რეპლიკის შეძენის შანსი საკმაოდ მაღალია. ორიგინალური ყალბისგან რომ განასხვაოთ, რამდენიმე დეტალს ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ კომპანიის ლოგო ან მოდელის სახელი ფეხსაცმელზე სუფთად დატანებული არ არის ან გადადის სხვა ელემენტზე, თქვენს წინაშე ასლია. როგორც წესი, ნამდვილ კედზე ეს დეტალები ამოქარგული ან ამოტვიფრულია.



ორიგინალი / ყალბი

image



ფეხსაცმლის ავთენტურობის შემოწმების კიდევ ერთი მეთოდი: სპორტულ ფეხსაცმელზე გამოსახული უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი შეადარეთ ყუთზე დაბეჭდილ ნომერს. ნომერი მოთავსებულია ენის შიგნით დაკერებულ იარლიყზე. მარჯვენა და მარცხენა კედზე ნომრები განსხვავებულია. თუ ერთი და იგივეა ან, უარესი, საერთოდ არ აქვს იარლიყი, გამოდის, რომ ხელში ყალბი ფეხსაცმელი გიჭირავთ.



Ralph Lauren-ის სვიტერი და კარდიგანი

ორიგინალი / ყალბი

image



კომპანიის ყველა ორიგინალურ ნივთს არ აქვს Ralph Lauren-ის ლეგენდარული სიმბოლო - მხედარი, რომელიც პოლოს თამაშობს. თუ მკერდის მარცხენა მხარეს ლოგო არ არის, ეს ჯერ კიდევ არ არის შეშფოთების მიზეზი. უმჯობესია, ყურადღებით შეამოწმოთ საყელოს ქვეშ მიმაგრებული იარლიყი. ორიგინალურ სვიტერებსა და კარდიგანებზე ის ლურჯია და ასოები ვერცხლისფერი ძაფით ამოქარგულია.



იარლიყზე ზემოთ მდებარეობს მართკუთხედში ჩასმული წარწერა „Polo”. სიმბოლოებზე ყველა ვერტიკალური ელემენტი დიაგონალური გვირისტულით შესრულებულია. როგორც წესი, იარლიყზე მხედრის ფიგურა არ არის. იარლიყის მარჯვნივ მიკერებულია პატარა იარლიყი, სადაც მითითებულია პროდუქტის ზომები. თუ ნაქარგი გაცვეთილია და სხვა ფერში შესრულებული, დიდი ალბათობით, ყალბი იპოვეთ.



Lacoste Blanc-ის ტუალეტის წყალი

ორიგინალი / ყალბი

image



Lacoste Blanc-ის ტუალეტის წყლის ნამდვილ ბოთლზე აუცილებლად იქნება მიმაგრებული აპლიკაცია ნაქარგი ნიანგით. ამასთან, ფიგურა დეფორმირებული არ უნდა იყოს - ეს ყალბი ნივთის აშკარა ნიშანია. გარდა ამისა, ორიგინალური სუნამოს იდენტიფიცირება შესაძლებელია სპრეის ტუმბოს საშუალებით. ტუალეტის წყლის ნამდვილ ბოთლზე პლასტმასის ჩანართი იქნება ნაცრისფერი და არა თეთრი.



Levi’s-ის ჯინსი

ორიგინალი / ყალბი

image



არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც ეხმარება მყიდველს გაიგოს, რომ ყიდულობს Levi’s-ის ორიგინალ პროდუქტს. თუ თვალით ყალბის ამოცნობა გიჭირთ, ყურადღება მიაქციეთ უკანა მარჯვენა ჯიბეზე დაკერებულ იარლიყს. მოდელის ნომერი და ზომები ყოველთვის გამოყოფილია სხვა ფერით, რადგან მათი დატანა ხდება იარლიყის დამზადების შემდეგ. სიტყვათშეთანხმება „SAN FRANCISCO CAL.“ მეორე სტრიქონზე უნდა იყოს დაბეჭდილი.



ასევე შეამოწმეთ წითელი იარლიყი, რომელიც უკანა ჯიბეზე მიმაგრებულია. მას აკერებენ ტანსაცმლის წარმოების პროცესში და ყოველთვის მდებარეობს დაახლოებით 2, 5 სმ-ით ქვემოთ იმ წერტილიდან, სადაც მთავრდება ჯიბის მარცხენა გვერდითა ნაკერი. თუ იარლიყი გაცილებით ზემოთ ან დაბლაა, სავარაუდოდ, ასლია. 1971 წლამდე კომპანია მთავარ ასოს „E“ იყენებდა Levi’s-ის ლოგოში, ამიტომ ჯინსი ასეთი იარლიყით შესაბამისად უნდა გამოიყურებოდეს. თუ იარლიყზე კომპანიის სახელი დაწერილია „S“-ის გარეშე, ჯინსი ყალბია.



YSL-ის ჩანთები

ორიგინალი / ყალბი

image



ამ ცნობილი ბრენდის ჩანთების ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი დეტალია ლითონის ლოგო. არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს ხშირად რჩებათ მნიშვნელოვანი დეტალები, როცა ნივთის ასლებს ქმნიან. „Y“-ის მარჯვენა ზედა წვერი უფრო თხელი უნდა იყოს, ვიდრე მარცხენა. „S“ შუა ნაწილში უფრო სქელი უნდა იყოს. „L“ უნდა გაფართოვდეს კუთხიდან წვეროებისკენ. ასევე მნიშვნელოვანია სიმბოლოს განლაგებას.



ნამდვილ ჩანთაზე, „S“ გადის „Y“-ის მარცხენა ზედა წვერის ქვეშ, ფარავს მარჯვენა ზედა წვერს, შემდეგ ისევ ამ ასოს ქვეშ იმალება, რომ „L“-ს შემოეხვიოს. ყალბ ნივთებზე ასოების გადაჯაჭვა არასწორად შესრულებულია. თუ ორიგინალური აქსესუარი აღჭურვილია ჯაჭვის სახელურით, მისი რგოლები ბრტყელი უნდა იყოს.



ასევე დაგაინტერესებთ:

12 ბრენდული ნივთი, რომელთა ყალბი ნივთები ადვილად შეგიძლიათ ამოიცნოთ (ნაწილი პირველი)

15+ მაგალითი, როგორ გამოიყურებოდა ცნობილი ბრენდების რეკლამა შორეულ წარსულში

10 ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა, რომლის ფასიც არ გკბენს, არამედ გჭამს

15+ შემთხვევა, როდესაც შეფუთვა პროდუქტზე უფრო მაგარია

ტოპ 6 ხრიკი, რომელსაც კომპანიები იყენებენ, რომ მეტი ფული დაგცინცლოთ


0
161
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
161