x
image
Yoona
Mediator image
ტოპ 6 ხრიკი, რომელსაც კომპანიები იყენებენ, რომ მეტი ფული დაგცინცლოთ
იცით, რა ხრიკებს იყენებენ სუპერმარკეტები, რესტორნები, კაზინოები და სხვა კომპანიები, რომ მეტი ფული დაგცინცლოთ? ამ სამყაროში ცხოვრება საშიში ხდება, თუ არ იცით ამ ხრიკების შესახებ.



image



კაზინო

ვიმედოვნებთ, ყველას ესმის, რომ ყველა კაზინო შექმნილია ისე, რომ მოთამაშეები ყოველთვის წაგებული დარჩნენ. რა თქმა უნდა, დაწესებულება მოგცემთ რამდენჯერმე მოგების საშუალებას, შესაძლოა ჯეკპოტიც მოიგოთ! მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ფული დაუყოვნებლივ დაიხარჯება სხვა გასართობზე. რა აიძულებთ აზარტული თამაშების მოყვარულებს ისევ და ისევ დაბრუნდნენ კაზინოში?



image




თურმე ასეთი დაწესებულებები კლიენტებს იზიდავენ მეცნიერების და ფსიქოლოგიის ჭკვიანური ნაზავის გამოყენებით. კაზინოს ინტერიერს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. თითქმის ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის ხალიჩების მოხატულობას, განათების დონეს. მაგალითად, იცოდით, რომ კაზინოების უმეტესობა ცდილობს თავი აარიდოს 90 გრადუსიან კუთხეებს შენობაში? აღმოჩნდა, რომ ისინი ხელს უწყობენ ტვინის იმ ნაწილების „ჩართვას“, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გადაწყვეტილების მიღებაზე, რაც კაზინოს არ სჭირდება.



ასეთ დაწესებულებებში ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომფორტული სკამები და ბარი (ზოგიერთი სასმელი უფასოა), მკრთალი შუქი, დიზაინი მუქ ფერებში, სათამაშო აპარატები ტიხრებით, რომელიც კლიენტს სთავაზობს „პირად სივრცეს“, სასიამოვნო გარეგნობის ქალ ადმინისტრატორებს. ეს ყველაფერი კლიენტში დიდხანს დარჩენის სურვილის იწვევს.



რესტორნები

რომელ კერძს აირჩევთ „სტეიკი კარტოფილით“ თუ „აყვავებულ მდელოებზე გაზრდილი აბერდინ ანგუსის ფილე და კარტოფილი ფრი როზმარინით“? არჩევანი ნათელია. რთული და ლამაზი სახელი არ არის ერთადერთი ზეწოლა, რომელსაც რესტორნები იყენებენ კლიენტებისგან ფულის მოსაზიდად.



image



დიდ როლს თამაშობს არა მხოლოდ კერძის სახელი, არამედ ფასიც. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ფასები ათწილადში, როგორიცაა 5, 75 ან 9, 85 უკეთესია, ვიდრე 6 ან თუნდაც 9, 9. კიდევ ერთი ხრიკია თანხის გვერდით ვალუტის ნიშნის არ დასმა. კლიენტმა უნდა იფიქროს არა ფულზე, არამედ საჭმელზე და სწრაფად შეკვეთის სურვილზე!



თუ დაწესებულებას სჭირდება რაიმე ძვირადღირებული კერძის წარდგენა, როგორც „ყველასთვის ხელმისაწვდომი“, საკმარისია მენიუს მიმდებარე პოზიციებზე რამდენიმე კიდევ უფრო ძვირი კერძი დაუმატოთ. მაგალითად, 20 დოლარის კერძი ძვირი შეიძლება მოგეჩვენოთ, თუ შეადარებთ 10 დოლარის კერძს. აი, 30 ან 50 დოლარის კერძთან შედარებით მისაღები გამოჩნდება!



McDonald’s

აქ „ფულის დაცინცვლის“ პროცესი შესასვლელიდან იწყება. თქვენ ხედავთ ბევრ დიდ და კაშკაშა აბრას საკვების ფოტოებით და მათი გასინჯვის სურვილი გიჩნდებათ. კომფორტული სკამების და დივნების დანახვისას დაწესებულებაში დარჩენის სურვილი ჩნდება, ანუ კიდევ რაღაც შეიძლება შეუკვეთოთ.



image



უსასრულო აბრები მადისაღმძვრელი ბურგერებით, რომლებიც განთავსებულია დახლს უკან, მადას აღვიძებს, სანამ რიგში დგახართ. და ბოლოს, გამყიდველი გთავაზობთ სოუსს ან სასმელს. დაეთანხმეთ? მზადაა! იდეალური კლიენტი ხართ.



მსგავსი სქემით მუშაობს Starbucks და სწრაფი კვების რესტორნების სხვა ქსელები.



სუპერმარკეტები

სუპერმარკეტები სავსეა ხრიკებით. პირველ რიგში, დიდ როლს თამაშობს საქონლის მდებარეობა და, როგორც მაკდონალდსის შემთხვევაში, სავაჭრო ცენტრის მფლობელები შესასვლელიდან იწყებენ „ჩვენს ტვინში შეღწევას“. ასეთ ადგილებში ხშირად განთავსებულია დახლები ახალი პროდუქტებით ან ყვავილებით. ასე მყიდველი მშვიდდება და საყიდლებზე მიდის დიდი კალათით, კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი.



image



სუპერმარკეტში სრული წესრიგია: ყველაზე იაფფასიანი პროდუქცია იმალება ადამიანის თვალისგან მოშორებით - ზედა ან ქვედა თაროზე. ყველაზე ძვირადღირებული პირდაპირ თქვენს წინაშეა. როგორც წესი, რძის პროდუქტები მდებარეობს სუპერმარკეტის ბოლოში - სანამ მყიდველი მიაღწევს, მოუწევს ჩაუაროს სხვადასხვა „ტკბილეულს“, რომელიც კალათაში მოხვდება.



მაღაზიები Apple Stores

Apple ზრუნავს იმაზე, რომ კომპანიის ყველა მაღაზია იყოს მაქსიმალურად ფართო და „რეკლამისგან თავისუფალი“. ამის წყალობით მყიდველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ გამყიდველი თავს არაფერს ახვევს.



image



Apple-ის ექსპერტების აზრით, მომხმარებელს უფრო მეტად სურს შეიძინოს პროდუქტი, როდესაც დიდხანს ურთიერთობენ. ყველა გაჯეტის ტესტირების შესაძლებლობა „ზედამხედველი“ კონსულტანტის გარეშე და ინტერნეტკავშირი ამას ხელს უწყობს.



სოციალური ქსელები

რა თქმა უნდა, სოციალური ქსელების გამოყენება უფასო სიამოვნებაა, მაგრამ იმავე საიტების მფლობელები მაინც ახერხებენ თქვენგან ფულის გამომუშავებას. ფორმალურად ფული რეკლამის განმთავსებლისგან მოდის, მომხმარებლის გარეშე ეს შემოსავალი ვერ იარსებებდა. რაც უფრო დიდხანს ხართ სოციალურ ქსელში, სქროლავთ ახალ ამბებს, ურთიერთობთ მეგობრებთან, მით მეტ სარეკლამო განცხადებას ხედავთ, ანუ მეტი მოგება მოგაქვთ კომპანიისთვის.



image



კომპანიების მფლობელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სოციალურ ქსელებში მეტი დრო გაატაროთ. ამას ხელს უწყობს „მოწონების“ ღილაკი, რომელიც ადამიანებში იწვევს დოფამინის მოზღვავებას, და უსასრულო სქროლვა. ზოგიერთი სოციალური ქსელი სმარტფონებს უსმენს, რომ განსაზღვროს, რომელი რეკლამა გაჩვენოთ. იციან, როგორ დაგაკავონ ქსელში.



ასევე დაგაინტერესებთ:

შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს

ცრუ აქციები და ტყუილი საქონლის ხარისხის შესახებ: როგორ მანიპულირებენ ტანსაცმლის მაღაზიები

ყავა, ტუალეტის ქაღალდი, საფენები: 10 ნივთი, რომლებიც სჯობს ოჯახის ბიუჯეტის დასაზოგად საბითუმოდ შეიძინოთ

თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ



0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
134