საზოგადოება გაუქმდა თუ არა ქართული ენის ცოდნის მოთხოვდა საჯარო სამსახურში და რა ცვლილებები შეიტანეს ახალი კანონით?? 9 იანვარი, 23:39 საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებით მთავარი ის არის, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის (ანუ დეპარტამენტის) უფროსი და მისი მოადგილე აღარ ითვლება მოხელედ და მარტივდება სამსახურში მათი მიღების წესი - ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღება და არა - კონკურსის წესით. ეს ნიშნავს, რომ დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე ხდება პოლიტიკური პირი და არ ევალება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა (ამ ფონზე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდება დეპარტამენტების შიგნით). დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეზე აღარ გავრცელდება მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები (უმაღლესი განათლება, სტაჟი). ეს ყველაფერი ნიშნავს ნეპოტიზმის ახალი მწვერვალების დაპყრობას, საჯარო სამსახურის პოლიტიზებას, დეპარტამენტის უფროსებზე და მათ მოადგილეებზე ზეწოლის გაძლიერების და მათი მეშვეობით სისტემაში სიტუაციის დაჭერის მცდელობას. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აქამდე ინიშნებოდნენ მრჩევლები, თანაშემწეები და ა.შ. და ბუნებრივია, რომ ასეთ პოზიციაზე ქართული ენის ცოდნა არ იყო სავალდებულო. პირველი და მეორე რანგის მოხელეების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანამ ავტომატურად გამოიწვია მათთვის ქართული ენის მოთხოვნის გაუქმება. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მაღალ თანამდებობაზე ნებისმიერი პირის დანიშვნა შეუძლიათ, თანაც უკონკურსოდ! საშუალო დონის ხელმძღვანელთა პოსტებზე შესაძლებელი ხდება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთა დანიშვნა, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურში უკავიათ თანამდებობა. შესაძლებელია, უსაფრთხოების დაწესებულებებშიც თანამდებობაზე დაინიშნონ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც საქართველოს მტერია. წარმოიდგინეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატლანტიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსად რუსეთის მოქალაქე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კავკასიის საქმეთა სამმართველოს ინსპექტორი. ეს მაგალითია, ჰიპოთეზური, რომელიც შეიძლება რეალობად იქცეს! 119 1-ს მოსწონს
|