საზოგადოება
"არის, ასრულდა ოცნება.........." - რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე
9 იანვარი, 20:11

ჟურნალისტი, ელისო კილაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"არის, ასრულდა ოცნება
მამუკამ გვამცნო, რომ 12 წლის თავზე პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის გასამართლებისთვის საგამოძიებო კომისია შეიქმნება
მქუხარე, ხანგრძლივი ტაში, გადაიზარდა აპლოდისმენტებში( ყველანი ფეხზე დგებიან)
P.s.ის დროა ხარება მდინარაძეს მიადგეს(ეგ იყო თუ იყო ნაცების დროს მთავარი დამსჯელი)"- ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.
"საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია-საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით, " - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.