ტკბილეული კომშის მურაბა 2012, 11 აპრილი, 17:38 მასალად საჭიროა:
კომში - 4კგ შაქარი - 4კგ წყალი - 10ჩ/ჭ 4კგ კარგი ხარისხის კომში გადავარჩიოთ სამურაბედ, გავფცქვნათ, დავჭრათ სასურველ ფორმებად და ჩავყაროთ ცივ წყალში. კომშის ნაფცქვენი მოვხარშოთ წყალში, გამოვწუროთ; ამ ნახარშ წყალში ჩავყაროთ 4კგ შაქარი და მოვხარშოთ თხელი სიროპი. მომზადებულ სიროპში ჩავყაროთ კომშის ნაჭრები და ვხარშოთ მანამ, სანამ მზად არ იქნება, ე.ი. სანამ კომშიც და მისი შესქელებული სიროპიც გამჭვირვალე და მოწითალო ფერის არ გახდება. 3754 3-ს მოსწონს
|