x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
აზერბაიჯანში ცოლმა ქმარს თოფი ესროლა და დაანაწევრა

image
როგორც Musavat.com იუწყება, ამის შესახებ გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ ინფორმაციაშია ნათქვამი.



სალიანის რაიონის პროკურატურის და რაიონის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ სალიანის რაიონის მცხოვრები, 1984 წელს დაბადებული როიალ ჰუსეინოვი, რომელიც გაუჩინარდა 2024 წლის 18 დეკემბერს, განზრახ მოკლეს.



მრავალი საგამოძიებო და ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა ეჭვი, რომ 1986 წელს დაბადებული მაატანატ ჰუსეინოვამ, 2024 წლის 17 დეკემბერს, მის მეუღლეს როიალ ჰუსეინოვს შორის წარმოშობილი კონფლიქტის დროს სალიანის რაიონის სოფელ იენი ულუხანლის ფერმაში., განზრახ ესროლა სანადირო თოფიდან ქმარს მეორე დღეს, სხეული დანაწევრა და კანალიზაციაში გადაყარა დანაშაულის დამალვის მიზნით.



პროკურორ-კრიმინალისტისა და ექსპერტების მონაწილეობით ცხედარი ამოღებულია. საქმეზე ჩატარდა საჭირო ექსპერტიზა, ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები გრძელდება.




ფაქტზე დაყრდნობით, სალიანის რაიონულმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 120.1 მუხლით. დააკავეს მატანატ ჰუსეინოვა და გადაეცა გამოძიებას, ქალი ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს.

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0