სხვა საინტერესო ფაქტები ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის გუშინ, 9:17 ადამიანის სხეული საკმაოდ საფუძვლიანად არის გამოკვლეული. თუმცა, ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გრძელდება, რადგან მას, ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლო აქვს... ხოლო, რაც უკვე ცნობილია, ზოგჯერ, ჩვენს გაოცებას იწვევს. მაგ.: 1. სისხლის მიწოდების სისტემა, მთელს სხეულში გადის, სისხლი უჯრედებს კვებავს და ჟანგბადს აწვდის. თუმცა, ჩვენს ორგანიზმში არის ორგანო, რომელიც ამ სისტემით არ მარაგდება – ეს თვალის რქოვანაა. ის ჟანგბადს, პირდაპირ ჰაერიდან იღებს. 2. ადამიანის თავის ქალა, სხვადასხვა ტიპის, ოცდაცხრა ძვალს შეიცავს. 3. დღის მანძილზე, ადამიანის ტვინი დიდი რაოდენობის ელექტრულ იმპულს აწარმოებს – უფრო მეტს, ვიდრე ტელეფონები მთელ მსოფლიოში. 4. ტვინის ნერვული იმპულსი 274 კმ/სთ–მდე სიჩქარეს ავითარებს. 5. ცხოვრების მანძილზე, ჩვენი გული, დაახლოებით, 182 მლნ. ლ. სისხლს ტუმბავს. 6. ახალშობილებს კვირისტავი არა აქვთ. ეს ორგანო ბავშვებში 2-დან – 6 წლამდე ასაკში უყალიბდებათ. 7. ვიდრე ამ სტატიას ჩაიკითხავთ, თქვენს ტვინში 50 ათასამდე უჯრედი მოკვდება და მათი ჩანაცვლება ახალი უჯრედებით მოხდება. 8. ემბრიონს, სამი თვის ასაკში, თითის ანაბეჭდები უჩნდება. 9. ჩვენი სხეულის ყველა სისხლძარღვის სიგრძე, დაახლოებით, 100 ათასი კმ – ია. 10. ადამიანი თუ წითლდება, მაშინ, მისი კუჭიც წითლდება. 11. საშუალოდ, ადამიანს სიცოცხლის მანძილზე, თმა, დაახლოებით 730 კმ. ეზრდება. 12. ადამიანს, მისი სხეულის წონის, 1% წყლის დაკარგვის შემთხვევაში, წყურვილის გრძნობა უჩნდება, 5%–ის დაკარგვისას – გული მისდის. ხოლო, წყლის 10%–ის დაკარგვის შემთხვევაში, – ის დეჰიდრატაციისგან (გაუწყლოება) იღუპება. 13. ადამიანის კანის განახლება, მისი სიცოცხლის მანძილზე, დაახლოებით, 1000-ჯერ ხდება. 14. ჩვენი ორგანიზმი 2 კგ–მდე ბაქტერიას შეიცავს. 15. თავის ტვინში, წამში, ასი ათასზე მეტი ქიმიური რეაქცია ხდება. 16. ენა – სხეულის ყველაზე ძლიერი კუნთია 17. ადამიანის თვალები დაბადებიდან ერთნაირი ზომისაა, ხოლო ყურები და ცხვირი, მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრდება. 18. ადამიანის სისხლი ისეთ წნევას ქმნის, რომ მას სისხლის აწევა 4 სართულიანი შენობის სიმაღლეზე შეუძლია. 19. როდესაც პარტნიორები ერთმანეთს კოცნიან, ისინი 300-მდე, სხვადასხვა ტიპის ბაქტერიას ცვლიან, საბედნიეროდ, მათი 95% უვნებელია. 20. ადამიანების მხოლოდ 1%-ს შეუძლია, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივების დანახვა. 21. როდესაც ერთ ნაბიჯს ვდგამთ, რეალურად, 200-ზე მეტი კუნთი მოგვყავს მოქმედებაში. ადამიანი ცხოვრების მანძილზე, საშუალოდ, 200 000 კმ–ს გადის, რაც დედამიწის ირგვლივ, 5–ჯერ შემოვლის ტოლფასია. 22. ფეხის ტერფები, სხეულში არსებული ძვლების მეოთხედს შეიცავს. 23. კუჭის მჟავა იმდენად ძლიერია, რომ მას უჟანგავი ფოლადის დაშლა 4-5 დღეში შეუძლია. 24. ადამიანის სხეული, მოსვენების მდგომარეობაში, იმდენ ენერგიას გამოიმუშავებს, რომ 10 – 10 ვატიანი ნათურის გასანათებლად არის საკმარისი. ხოლო მაქსიმალურ რეჟიმში, ორგანიზმს 2000 ვატამდე ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ადამიანის ორგანიზმში ორგანო, რომელიც ყველაზე მეტ ენერგიას მოითხოვს – ტვინი კი არა, ღვიძლი არის. 25. ასაკთან ერთად, ჩვენი ცხვირი და ყურები უფრო დიდი ხდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ იზრდება. კოლაგენის დაშლა და გრავიტაციის ძალა კანის ელასტურობის დაქვეითებას იწვევს და ეს ორგანოები, ვიზუალურად, უფრო დიდი ჩანს. 26. ადამიანის ორგანიზმი ვიტამინ B12–ს 3-5 წლის მანძილზე ინახავს, რაც ყველაზე ხანგრძლივი შენახვის ვადაა, იმ საკვებ ნივთიერებას შორის, რომელიც ჩვენ გვესაჭიროება. 27. ნერვული იმპულსები ადამიანის სხეულში 400 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რაც უფრო მეტია, ვიდრე ფორმულა–1–ი ს სიჩქარე, შეჯიბრის დროს. 28. დაბადებისას, ჩვილის თვალები საკმარისად არ არის განვითარებული, რომ ფერი და მისი სიღრმე აღიქვას. ჩვეულებრივ, დაახლოებით, 6 თვე არის საჭირო, სრულფასოვანი მხედველობის ჩამოსაყალიბებლად. თავიდან, პატარები სამყაროს ნაცრისფერ ტონებში ხედავენ და პირველი ფერი, რომელიც მათ ცხოვრებაში ჩნდება – წითელია. 29. ადამიანს 20-100–ჯერ უფრო სწრაფად ესმის, ვიდრე ხედავს. ამიტომ, ყველაფერს, რასაც ყურებით აღვიქვამთ, დანარჩენი გრძნობის ორგანოების მიერ შეკრებილ ინფორმაციაზე და ანალიზზე ახდენს გავლენას. 20. ყურებში კრისტალები გვაქვს, რომლებიც გრავიტაციას გრძნობენ და წონასწორობას უზრუნველყოფენ. არხის სხვა სიახლეები:* "ტიტანიკის" ჩაძირვის მიზეზი აისბერგი არ ყოფილა – ექსპერტებმა ახალი ფაქტორი დაასახელეს* უცნაური ფაქტები: ასაკის მატებასთან ერთად, რატომ გადის დრო უფრო სწრაფად და ვის აქვს ყველაზე დიდი ტვინი პლანეტაზე?* სახლში კატის ყოლის 5 მნიშვნელოვანი მიზეზი* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები59 შეფასება არ არის
|