x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უმარტივესი ტესტი, საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად

ხელების კლიტისებურად ჩაკეცვის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ზემოთ, მარჯვენა ცერა თითი ხვდება, იშვიათად — მარცხენა და მხოლოდ 1% შემთხვევაში, ცერა თითები ერთმანეთს არ კვეთს. ფსიქოლოგებისთვის ეს ფაქტი, დაკვირვების და შესწავლის საგანი გახდა და ამ ტესტის შედეგს, შეგიძლიათ, სტატიის ბოლოს გაეცნოთ.


image


ახლა კი, ტესტის შედეგი. თუ აქამდე ეს ფაქტი არ დაგიფიქსირებიათ, ახლა გააკეთეთ ეს და ნახავთ, რომ თქვენდა უნებურად, ცერა თითები გარკვეულ პოზიციას დაიკავებენ:


1. თუ მარცხენა ცერა თითი ზემოდან მოხვდა, იმას ნიშნავს, რომ ყურადღებიანი და დაკვირვებული ადამიანი ბრძანდებით. არასოდეს იღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველა საკითხს ყურადღებით აანალიზებთ. გარდა ამისა — ხართ ერთგული მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა, სხვებს პრაქტიკული რჩევები მისცეს.


2. თუ ცერა თითები ერთმანეთის გვერდიგვერდ მოხვდა, — ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ყურადღებიანი ხართ დეტალების მიმართ. თქვენ პერფექციონისტი ბრძანდებით და ყოველთვის ცდილობთ, მიზნებს ზუსტად დათქმულ ვადაში მიღწევას. ასეთი მიზანდასახულობა, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, ამან შეიძლება, დიდი შინაგანი შფოთვა და სტრესი გამოიწვიოს. ამიტომ, გამოიყენეთ თქვენი ლიდერობის უნარები და მოვალეობების ნაწილი, სხვებსაც გადაუნაწილეთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს შეიძლება, ყველას არ მოეწონოს.


3. თუ ზემოდან მარჯვენა ცერა თითი მოხვდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან გამჭრიახი ადამიანი ბრძანდებით. თქვენ შეგიძლიათ, სხვა ადამიანების ემოციები, მათი სიტყვიერი გამოხატვის გარეშე გაანალიზოთ. ეს უნარი, საშუალებას გაძლევთ, რომ ნდობა სხვებს ჩაუნერგოთ და მათთან ხანგრძლივი ურთიერთობები შეინარჩუნოთ. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ დიდი გული, რომელიც საშუალებას გაძლევთ იყოთ გულუხვი და მოუსმინოთ სხვა ადამიანებს, როდესაც ისინი თავს ცუდად გრძნობენ და თქვენი თანაგრძნობა სჭირდებათ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფაქტები ფსიქოლოგიიდან, რომელიც საკუთარი თავის და ირგვლივმყოფების გაგებაში დაგეხმარებათ

* ანეკდოტები – საახალწლო და არა მარტო...

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 15 (25 ფოტო)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
256
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0