საზოგადოება "დედას გეფიცებით რამეს თუ ვამეტებდე. "- რას წერს ნინო ჯანგირაშვლი 2 იანვარი, 8:44
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვლი "ქარული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქირებასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:
"რაც ბიძინა დაასანქცირეს, დიდი ინტერესით ვეძებ სახელოვანი ქოცების კომენტარებს, მაინტერესებს რითი აპრავებენ ამბავს და აგულიანებენ ერთმანეთს. ნუუუ, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად შათირიშვილს ვეძებდი, მეთქი ახლა გამოვა მოყვება, როგორ შეირყევა აშშ–ს ფინანსური სისტემა ივანიშვილის სანქცირებით, აი, შვეიცარიის საბანკო სისტემა რომ შეარყია ივანიშვილმა დაახლოებით ისე. მოკლედ, ვეძებ ფსიხივით შათირიშვილს. წავაწყდი გუშინდელ ვიდეოს იმედზე მაგდასთან. ვეცი, ვუყურებ.
იწყებს ლაპარაკს ლიბერალიზმის აღზევებისა და მისი დაღმასვლის ციკლებზე ჯერ კიდევ ფრანგული რევოლუციიდან მოყოლებული, მიმოიხილა ლეგიტიმურობის წყაროები და პრინციპები ისტორიულად, ლეგიტიმაციის მატრიცული ფენომენები, იქით ჰეროდოტეს ეცა, ანტიოქიის პატრიარქი გაიხსენა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ არ იქნება ცუდი, თუ მოხდება ლეგიტიმაციის საკრალიზაცია, თუ ეუთო–ოდირის მაგივრად ლეგიტიმაციას ამიერიდან საკრალურ ადგილებში ინაუგურაციებით მივიღებთ.
ნუუუ, მერე გაიხსენა, რომ კიდევ ერთი დიდი, 500 წლიანი ციკლი დამთავრდა დასავლეთის აღზევების და რადგან ამ ციკლში შესვლა მოხდა 30 წლიანი ომით, ახლა გამოსვლაც დიდი ომით მოხდება, და ახლა ომის და მშვიდობის დიქოტომია არის არსებითი და იმისათვის, რომ დავინახოთ, რა არის ომი, უნდა იყოს წერტილი, დისტანცია, საიდანაც დაინახავ სრულ სურათს და სწორედ საქართველო იქნება ის წერტილი, სადაც იქნება მშვიდობა და ეს დისტანციაც, რომ დავაკვირდეთ ყველაფერს.
მაგდამ ძააან კრიტიკული კითხვა ჩაუსვა, კი მაგრამ, ეს ციკლების ცვლილება მტკივნეული პროცესია და მთელი სამყარო რომ ირყევა ჩვენც გვარყევსო, შეიძლება გავნადგურდეთ, მაგრამ შეიძლება უფრო ძლიერებიც გამოვიდეთო, რადგან სუვერენიტეტი დგება ამ ქვეყანაშიო.
შათირიშვილმა, აბა რაო, სუვერენიტეტი დგებაო. იდეაში ეკონომიკას და პოლიტიკას უნდა დაეფუძნოს სუვერენიტეტი, მაგრამ ჩვენთან სხვანაირად უნდა მოხდესო, შინაგან ძალას უნდა დაეფუძნოსო. და სად არის ეს ძალაო და კულტურის საწყისებშიო, და ამ საწყისს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიაგნო, როცა პირველი საარჩევნო შეხვედრა მცხეთაში ჩაატარაო. იქ არის სერიოზული გზაგასაყარიო, გზაჯვარედინი, ჯვარი, გეოპოლიტიკური ჯვარი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთიო, და ამ გეოპოლიტიკური ჯვრის ქვეშ დევს მეტაფიზიკური ჯვარი და ეს თუ გვემახსოვრება იდენტობასაც შევინარჩუნებთ და ეკონომიკურადაც განვვითარდებითო.
მოკლედ, მეტაფიზიკური ჯვარია ჩვენი ხსნაო, შათირიშვილმა და დაამთავრა. ჩემი სიტყვებით კი მოვყევი, მაგრამ დედას გეფიცებით რამეს თუ ვამეტებდე. ასე აუხსნა ქოცებს დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავალი. საკაიფოდ გაამხნევა. ხოდა, ქოცებო, ვისაც ცოტა ტვინი შეგრჩათ თავს უშველეთ დროზე თორემ ივანიშვილი და შათირიშვილი კი მოხვდებიან ელიტარულ პალატაში და თქვენ რა გეშველებათ?"– ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.
|