სხვა თუ ცხოვრებაში ცვლილებებს გეგმავთ.... 3 იანვარი, 9:47 ეს ფრაზების მცირე ნაკრებია მათთვის, ვინც ცხოვრების გზაჯვარედინზეა, ცოტა დაბნეულია, ან გადაწყვეტილება აქვს მისაღები და დახმარება ესაჭიროება... ან იქნებ, ამ სიტყვებში, ვინმემ საკუთარი აზრი იპოვოს და მისთვის, რაღაც, უფრო გასაგები გახდეს... * საკუთარ თავზე ნუ მოყვებით, ნურც კარგს და ნურც ცუდს. პირველ შემთხვევაში – არ დაგიჯერებენ, მეორეში – შეალამაზებენ. * ფაქტი – ყველაზე ჯიუტი რამ არის ქვეყანაზე. * ცხოვრება ჩვენგან ისე სწრაფად მიდის, თითქოს ჩვენთან ყოფნა არ აინტერესებს. * არის ერთი უბრალო ჭეშმარიტება: ცხოვრება – ეს სიკვდილის ანტონიმია, ხოლო სიკვდილი – სიცოცხლის უარყოფა. * ცხოვრება, ძალიან მავნე რამ არის. მისგან ყველა იღუპება. * ნუ მიიღებთ ცხოვრებას, ზედმეტად სერიოზულად. თქვენ მაინც ვერ შეძლებთ მუდმივად სიცოცხლეს. * სიკვდილი – ის არის, როდესაც ადამიანი ყველაფერზე თვალს ხუჭავს. * თუ არაფერი აქვთ დასაკარგი, – პრინციპებს კარგავენ. * ვიდრე ადამიანი არ ნებდება, ის საკუთარ ბედზე ძლიერია. * სულელების ქვეყანაში, ყოველ სისულელეს ოქროს ფასი აქვს. * ცხოვრება ცბიერია! როდესაც ხელში ყველა კარტი გაქვს – ის, უეცრად, ჭადრაკის თამაშს იწყებს. * რაც უფრო უკეთესია ადამიანის აწმყო, მით ნაკლებს ფიქრობს ის წარსულზე. * მეგობარი, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვა, – დაკარგული მეგობარია. * გულწრფელ მწუხარებას ის განიცდის, ვინც ყველასგან მალულად ტირის. * ყველა ადამიანი, ვინც ღირსეულ საქციელს ჩადის, ჯილდოდ, თავის მიერ გაცემულზე ნაკლებს, არასოდეს იღებს. * ახლის შექმნა, ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ძველის გადაკეთება. * სერიოზულ ადამიანს ბევრი იდეა არა აქვს. ხოლო ადამიანს, თუ ბევრი იდეა აქვს, – არასოდეს არის სერიოზული. * გულისთვის სურვილის აკრძალვა, – დედამიწისთვის ატმოსფეროს წართმევის ტოლფასია. * თქვით ყოველთვის სიმართლე და ორიგინალური იქნებით. * ისწავლეთ ყველასგან, მაგრამ ნურავის მიბაძავთ. * ბედნიერი დღის მოლოდინი, ხშირად, უფრო უკეთესია, ვიდრე ეს დღე. * ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც ყველაფერი იცის თქვენს შესახებ და მიუხედავად ამისა, მაინც უყვარხართ. * გაუგებრობა, მეგობრებს მტრებად აქცევს. *მარტოობა არის ადგილი, სადაც ყოფნა სასიამოვნოა... მაგრამ, იქ დარჩენა, უსიამოვნოა. * და, ბოლოს: * არც ისე საშიშები არიან, ჩვენ რომ გვგონია...* მისტიკური საიდუმლოებები, რომელიც ჰიტლერმა სიკვდილის შემდეგ დატოვა* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 13 (25 ფოტო)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები59 1-ს მოსწონს
|