ქვემო ქართლი "რა ქართული ენის სწავლაზე საუბარია, რა ეროვნებაზე და სტუმრობაზეა?!" -რას წერს სამირა ბაირამოვა 2024, 31 დეკემბერი, 16:41 როგორც ცნობილია ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან ავტოავარიას ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა.
„მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელიც ადგილობრივების განმარტებით სწრაფად მოძრაობდა, გზაზე მდგომ 15 და 16 წლის მოზარდებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი მოზარდი ადგილზე, ხოლო მეორე კლინიკაში დაიღუპა. შემთხვევის შემდეგ დაპირისპირება მოხდა ავტომობილის მძღოლს, ავტომანქანაში მჯდომ ადამიანებსა და ადგილობრივებს შორის. ადგილობრივები შემთხვევის ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ექიმებსაც დაუპირისპირდნენ, ამოატრიალეს მათი ავტომობილი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ ტრაგედიას სოციალური ქსელით ეხმაურება "ფორმულას" ჟურნალისტი სამირა ბაირამოვა:
"დღეს 31 დეკემბერს მსოფლიოს აზერბაიჯანლების სოლიდარობის დღეა, რა თქმა უნდა არავინა დღესასწაულის განწყობაზე. ჯერ ერთი სამშობლოსთვის ვბრძოლობთ მეორე კი გუშინდელი მძიმე ტრაგედია და მართლა არ ვიცი როგორ ვარ.
ბოლნისში მომხდარი ტრაგედიაზე ნიუსების კომენტარებში ისეთი არადამიანური კომენტარებს წერენ არ ვიცი რაა. სირცხვილია, ორ ოჯახის სანთელი ჩაქრეს, რა ქართული ენის სწავლაზე საუბარია, რა ეროვნებაზე და სტუმრობაზეა?! ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქები ვართ, ორი მოქალაქე გუშინ დავკარგეთ. ორივე ოჯახის ახლობლები, თემიდან მიგზავნიან სქრინებს და პასუხი გაეციოო.. რას გავცემ? არ გავაღიზიანოთ ერთმანეთს, ჩვენ კაი ხანია სოციალური სახელმწიფო არ გვყავს, ერთმანეთზე ზრუნვა ვისწავლოთ. ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა არ დავკარგოთ, განსაკუთრებულად ის ორ ოჯახის მიმართ… დღეს ბარემ ჩუმად იყავით! როგორც გუშინ დავწერე, შარშანაც გზის პირას სოც.დაუცველი ოჯახის შვილებს დააჯახეს და ორი 15 წლამდე ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. იმის შემდეგაც არ მიიღეს ზომები და ისევ იმ ტერიტორიაზე არ არსებობს განათება, ზებრა და არც ტრამპლინი, არც ხალხის სიარულისთვის გზა, სკოლის მოსწავლებიც კი ამ ასფალტზე დადიან სკოლაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩემი სტატუსები ადგილზე მყოფი მოწმების ინფორმაცია და ყველა სტატუსში მივუთითე" - წერს სმაირა ბაირამოვა. 524 2-ს მოსწონს
|