სხვა რამდენიმე საინტერესო ფაქტი საბჭოთა კავშირზე 2024, 30 დეკემბერი, 15:01
ზუსტად 33 წლის წინ, 1922 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი - ქვეყანა, სადაც სურდათ სოციალური ექპერიმენტის განხორციელება, რომელმაც მხოლოდ 69 წელი გაძლო.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ფაქტს საბჭოთა კავშირის შესახებ. ***სხვადასხვა წლებში სსრკ-ში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების რიცხვი მერყეობდა 4-დან 16-მდე, თუმცა ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეს რიცხვი 15-ის ტოლი იყო: რსფსრ, ბელორუსიის სსრ, უკრაინის სსრ, მოლდავეთის სსრ, საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ, სომხეთის სსრ, ყაზახეთის სსრ, თურქმენეთის სსრ, ყირგიზეთის სსრ, ტაჯიკეთის სსრ, ლატვიის სსრ, ლიტვის სსრ, ესტონეთის სსრ. ***1907-1913 წლებში რუსეთის იმპერია მსოფლიოში ხორბლის უდიდესი ექსპორტიორი იყო, რუსეთის იმპერიაზე მსოფლიოში წარმოებული ხორბლის 9% მოდიოდა. 1980-1990 წლებში კი საბჭოთა კავშირი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი იმპორტიორად იქცა. ამ პერიოდში საშუალოდ, მსოფლიოში ჯამურად გაყიდული ხორბლის 16%-ს სწორედ საბჭოთა კავშირი ყიდულობდა. ***1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა. გულაგებში დაიღუპა 1, 6 მილიონამდე ადამიანი. გულაგებში პატიმართა რიცხვის მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა დიდი ტერორის დროს, 1936-1938 წლებში, და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გულაგში გაამწესეს მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი, რომელიც ცოცხალი გადაურჩა ნაცისტების სამხედრო ტყვეთა ბანაკებს. ბანაკებში მყოფთ უხეიროდ კვებავდნენ, მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, არ უზრუნველყოფდნენ ხშირი უამინდობისათვის საჭირო ტანისამოსით, არ არსებობდა თანამედროვე სამუშაო იარაღები და დანადგარები. გულაგის ადგილმდებარეობა ეკონომიკურ მიმართულებებს ესადაგებოდა. ბანაკების უმეტესობას ევალებოდა კონკრეტული ეკონომიკური ამოცანების შესრულება ინდუსტრიალიზაციის ჩარჩოებში - ხე-ტყის დამზადება, მაღაროებში მუშაობა და სამრეწველო პროექტების მშენებლობა. 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური სახელმწიფო გულაგის სისტემის დემონტაჟს შეუდგა. 1954 წელს დაიწყეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. გულაგების სისტემა გაუქმდა 1960 წელს. ***1948 წელს არალის ზღვის მიმდებარედ საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა ახალი ბიოლოგიური იარაღი, რპმელსაც შეეძლო გაევრცელებინა ჯილეხი და კიდევ სხვა გამანახგურებელი ჭირი. 1971 წელს ჩაატარეს კვლევა და გამოიყენეს ყვავილის იარაღი, რამაც გამოიწვია ეპიდემია. გარდაიცვალა სამი ადამიანი და ათობით ადამიანი დაავადდა, გარდა ამისა, კარანტილში მოათავსეს უამრავლი ადამიანი, რომლებზეც ტარდებოდა ცდები. ამ იარაღის შესახებ 2002 წელს გახდა ცნობილი, თუმცა რუსეთი საბჭოთა ტრადიციას მიჰყვება და საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს. *** საბჭოთა პატიმრები ცდილობდნენ სხეულზე ლენინის და სტალინის გამოსახულების ტატუ გაეკეთებინათ, რითაც ისინი თავს იცავდნენ დახვრეტისაგან. ***1950-1960 წელბში სსრკ–ში მოხდა ეგრეთ წოდებული სამეცნიერო-ტექნიკური ჰეთ-ტრიკი- 1954 წელს გაიხსნა მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური, 1957 წელს ორბიტაზე გავიდა პირველი საბჭოთა ხელოვნური თანამგზავრი, ხოლო 1961 წელს ადამიანი პირველად გაფრინდა კოსმოსში. ***სსრკ-ის არსებობის მანძილზე საბჭოთა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 18 ოლიმპიადაში და სულ მოიპოვეს 1204 მედალი. ამ მონაცემებით საბჭოთა კავშირი მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ. ***1950-60 იან წლებში კუსტარული მუსიკალური ფირფიტების (რბილი) დასამზადებლად, რომელზედაც იწერებოდა არალეგალური მუსიკა, ფართოდ გამოიყენებოდა რეტგენის სურათები, რომელსაც "ფირფიტას ძვლებზე"ეძახდნენ, ამ მასალას უფასოდ იძლეოდა მედ პერსონალი, რომელიც მადლობელიც იყო, რადგან ამით მათი გადატვირთული არქივი თავისუფლდებოდა. ***1980 წლისთვის სსრკ-ს მთლიანი ექსპორტის 67% ნავთობსა და გაზზე მოდიოდა. ***საბჭოთა კავშირი მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ, რომელიც მთლიანი მსოფლიო მოცულობის 16, 5%. -ს შეადგენდა, სსრკს, მხოლოდ შეერთებული შტატები ასწრებდა. მაგრამ დრო შეიცვალა და დღეს ჩინეთი კაი ხანია პირველ ადგილზეა. **1988 წლის დროს, მსყიდველობითი უნარის თვალსაზრისით, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მოსახლეობის ცხოვრების დონეს, საბჭოთა კავშირი იყო მსოფლიოს ათეულში, იტალიას ოდნავ ჩამორჩებოდა. *** თუმცა პარალელურად იყო დეფიციტი, რომელიც საბჭოთა რეალობის განუყოფელი ნაწილი იყო. დეფიციტი იქმნებოდა საკვებზე, ტკბილეულზე, ტუალეტის ქაღალდზე და სხვა საყოფაცხოვრებო საგნებზე. ***საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში საბჭოთა მოქალაქე სურსათის რიგში დღეში დაახლოებით 4 საათს ხარჯავდა. ***კომუნალურ ბინაში ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 6 კვადრატული მეტრი იყო განკუთვნილი. კაპიტალისტურ ქვეყნებში იგივე სტანდარტი 28 კვადრატული მეტრი იყო. ***ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბევრ დედაქალაქს აქვს მეტროს., მაგალითად ბაქოში, კიევში, თბილისში, მინსკში, ტაშკენტსა და ერევანში. თუმცა, ყველა ამ ქალაქში მეტრო აშენდა საბჭოთა ეპოქაში და მას შემდეგ 30 წელიწადი ან ვეღარ გაფართოვდა ან ოდნავ გაფართოვდა. ***ქვეყნები ყოველთვის ჯაშუშობდნენ ერთმანეთს მიმართ და იპარავდნენ კარგ იდეებს. მაგალითად, სსრკ-ში მზადდებოდა საკმაოდ დიდი რაოდენობით იარაღი, მანქანები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ. რომელიც დაკოპირებული იყო უცხოური ნიმუშებიდან. საბჭოთა მოტოციკლები დაფუძნებული იყო გერმანულ BMW-სა და DKW-ზე, ბევრი ავტომობილის დიზაინი და ტექნოლოგია მოპარული იყო ამერიკელებისგან და გერმანელებისგან, F-1 ყუმბარა იყო ფრანგული F-1-ის გაუმჯობესებული და მოდერნიზებული ასლი, ფოტოაპარატი ФЭД-ი მოპარული იყო გერმანული Leica-სგან და საერთოდ მრავალი ათეული ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. 473 2-ს მოსწონს
|