საქართველო
"დასამატებელია მესამე მოთხოვნა" - რა ინიციატივით გამოდის გია ხუხაშვილი
2024, 29 დეკემბერი, 10:23
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი გამოდის ინიციატივით რომ ორ მოთხოვნას, რომელიც პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს, კიდევ ერთი, მესამე მოთხოვნაც დაემატოს:
"ვფიქრობ, რომ შექმნილ ვითარებაში აღარ არის საკმარისი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების და პოლიტ-პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა. მითუმეტეს, რომ ხელისუფლება სულ უფრო და უფრო სტერილური ხდება.
ამიტომ, დასამატებელია მესამე მოთხოვნა – ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი საარჩევნო თამაშის წესების დადგენას და სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას გარდამავალ ეტაპზე, არჩევნებამდე."- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი და არჩევნებში გამარჯვებული 4 ოპოზიციური პარტია პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.