სხვა მამაკაცმა თაღლითები გააცურა და მათ მიერ მოტყუებულ მამას ფული უკან დაუბრუნა 29 დეკემბერი, 9:47 მამაკაცი ტაივანიდან დაეხმარა მამას თაღლითების მიერ მოპარული ფულის დაბრუნებაში. ამის შესახებ South China Morning Post წერს.
მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ჟურნალისტებს განუცხადა, თუ როგორ მოახერხა თაღლითების გაცურება, რომლებმაც მამამისი მოატყუეს. პენსიონერი მამამ, რომელიც თაღლითების ბადეში გაება, ისინი ინტერნეტით გაიცნო. ვიღაც ქალმა ის სოციალურ ქსელში მეგობრად დაამატა და რამდენიმე კვირის განმავლობაში წერდა. იგი გამუდმებით მაამებელ სიტყვებს ეუბნებოდა ტაივანელ მამაკაცს, შემდეგ კი შესთავაზა მას "მომგებიანი გარიგება", რათა დანაზოგი გაეზარდა. მამაკაცი, რომელიც უკვე ენდობოდა ახალ ნაცნობს, მას 700 ათასი ტაივანური დოლარი (21 000 აშშ დოლარი) გადაურიცხა მან ასევე ჩამოტვირთა აპლიკაცია თავის ტელეფონზე, რომელიც აჩვენებდა, თუ რამდენი ფული გამოიმუშავა თავისი შენატანით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, აპლიკაციამ აჩვენა, რომ მას ანგარიშზე უკვე ჰქონდა თითქმის გაორმაგებული 1, 3 მილიონი ტაივანური დოლარი. პენსიონერმა გამოთქვა სურვილი გაენაღდებინა თავისი მოგება, მაგრამ ქალმა აუხსნა, რომ ჯერ კიდევ გარკვეული თანხა უნდა დაგროვდეს და მერე შეუძლია გაიტანოც. უკმაყოფილო მამაკაცმა შვილს შესჩივლა ამის შესახებ, რომელიც მალევე მიხვდა, რომ მამამისს თაღლითებთან ჰქონდა საქმე. საკითხის შესწავლის შემდეგ ტაივანელი მამის სახელით დაუკავშირდა თაღლითებს და უთხრა, რომ მას ორი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც ასევე სურდათ თანხის ჩადება - 500 ათასი და მილიონი ტაივანური დოლარის ოდენობით. მან აუხსნა, რომ მისი მეგობრები მზად იყვნენ გადაეხადათ თანხა უახლოეს მომავალში და მეტი დამაჯერებლობისთვის .დამნაშავეებს მათი სახელით ესაუბრა კიდეც. ამის შემდეგ იგი კვლავ დაუკავშირდა თაღლითებს, უთხრა რომ ოჯახური პრობლემების გამო სასწრაფოდ სჭირდებოდა 700 ათასის უკან გატანა. იმის შიშით, რომ უარი, მორიგი პოტენციური მსხვერპლების დაკარგვას გამოიწვევდა, თაღლითებმა ფული დააბრუნეს. 84 2-ს მოსწონს
|