x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რაპუნცელი რეალურ ცხოვრებაში"- ქალს ერთ წელიწადში 500-ჯერ სთხოვეს ცოლობა
imageროდესაც ჟასმინ ლარსენმა სოციალურ ქსელში გრძელი თმის ჩვენება დაიწყო, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყურადღებას მიიპყრობდა.


ბრისტოლის მკვიდრმა (ინგლისი), ჟასმინ ლარსენმა, რომელიც ინტერნეტში ცნობილია როგორც "ბრიტანული რაპუნცელი", აღიარა, რომ მამაკაცების უზარმაზარი ყურადღების მიუხედავად, მისთვის ძნელია სიყვარულის პოვნა.


შთამბეჭდავი 4 ფუტი 7 დიუმიანი კულულებით, ჟასმინმა დააგროვა 132000-ზე მეტი გამომწერი "ინსტაგრამზე*, თუმცა, გოგონას პირადი ცხოვრება ჯერ ვერ აეწყო.

image


ჟასმინის თქმით, მხოლოდ წელს მას 500-ჯერ სთხოვეს ხელი. ერთმა ფანმა მას 250 000 ფუნტი სტერლინგიც კი შესთავაზა გრძელი თმის შესაჭრელად, მაგრამ გოგონამ მტკიცე უარი განაცხადა.


"უკვე დავიღალე ამ შემოთავაზებებით. უცნაურად მეჩვენება გათხოვდე მამაკфცზე, მხოლოდ რამდენიმე ფოტოზე დაყრდნობით. მირჩევნია პირადად შევხვდე ადამიანებს და ურთიერთობა ბუნებრივად განვითარდეს“, - თქვა მან.

image

გოგონამ ასევე აღნიშნა, რომ მისი პოპულარობა სოციალურ ქსელებში იზიდავს როგორც მდიდარ მამაკაცებს, რომლებსაც ფულით შთაბეჭდილების მოხდენა სურთ, ასევე მათ, ვისაც უჩვეულო ფეტიშები აქვს.


" მომიწია Tinder-ის წაშლა, რადგან გამუდმებით ვხვდებოდი ან მეტიჩარა მდიდრებს ან ადამიანებს, რომლებსაც უცნაური მოთხოვნები ჰქონდათ, ამან მაიძულა მთლიანად შემეცვალა ჩემი დამოკიდებულება ონლაინ გაცნობის მიმართ", - თქვა ჟასმინმა.

image

ახლა გოგონა ორიენტირებულია თავის ცხოვრებასა და ბიზნესის განვითარებაზე, ის ქმნის თმის მოვლის ბრენდს LARS Haircare. ამასთან, პაემნები არ არის მისი უახლოესი გეგმების ნაწილი.


ამასობაში, თაყვანისმცემლები აგრძელებენ ჟასმინის გაოცებას თავიანთი თხოვნით. მას შესთავაზეს თმის კამერის გარშემო გადახვევა, სავარცხლის გაგზავნა ან ან კიდევ ცვენით გამოწვეული თმის ღერების შეგროვება და ფოსტით გაგზავნა.

image

თუმცა, მისი თმაზე ყველა დადებითად არა რის განწყობილი: ზოგიერთი ქალი დაჟინებით ურჩევს ჟასმინს მისი კულულების გაჩუქებას.


ცოტა ხნის წინ, გოგონამ დიდი ხნის შემდეგ ჯანსაღი კულულებისთვის პირველად მოიჭრა 5-10 სანტიმეტრი თმის ბოლოები.


„ამის შემდეგ თავს საოცრად ვგრძნობ, ჩემი თმა უფრო გლუვი და მოვლილი ჩანს, მაგრამ სიგრძე პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, - დასძინა ჟასმინმა.

0
225
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0