x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
CIA-ს დოკუმენტის მიხედვით, მარსზე ადამიანები ცხოვრობდნენ და აშენებდნენ პირამიდებს
imageCIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო)დოკუმენტების მიხედვით, სიცოცხლე რეალურად არსებობდა მარსზე... და ის იყო "ძალიან დიდი ადამიანებით" დასახლებული, რომლებმაც ააშენეს პირამიდები.



სანამ NASA ეძებს სიცოცხლეს მარსზე, CIA-ს დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის 40 ჯერ კიდევ წლის წინ აღმოაჩინეს.


1984 წლის 22 მაისის მარსის კვლევით მოხსენებაში აღწერილია, თუ როგორ გამოიყენა სააგენტომ ასტრალური პროექცია - იდეა, რომ ადამიანის სულს შეუძლია ასტრალურ სიბრტყეში იმოგზაუროს - "სუბიექტის" მარსზე გადაყვანა დაახლოებით ერთი მილიონი წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე.


კვლევა 1977 წელს შექმნილი აშშ-ს არმიის საიდუმლო პროექტის "Stargate"-ს (ვარსკვლავთა კარიბჭე )ნაწილი იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ანომალიურ მოვლენებზე, მათ შორის დისტანციური ხილვის, ტელეპათიისა და ფსიქოკინეზის ჩათვლით.



გამოცემა Daily Mail-ის სტატიაში ნათქვამია, რომ CIA-მ მონაცემები ექსტრასნესული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარებით მოიპოვა.


ექსპერიმენტი ასე წარიმართა: ადამიანებს სხვადასხვა სიხშირის ხმებს ასმენინებდნენ. ამ დროს ისინი ცნობიერების სხვა სიბრტყეში გადადიოდნენ.


მაგალითად, ერთ-ერთი ექსტრასენსი წარსულში, მარსზე მილიონი წლის წინ გადაიყვანეს. იქ მან ნახა გიგანტური პირამიდები, კანიონები და გზები. მან ასევე დაინახა „მაღალი არსებები მჭიდროდ მორგებულ ტანსაცმელში“. მარსიანელები იბრძოდნენ გადარჩენისთვის და ააგეს ეგვიპტურის მსგავსი პირამიდები თავიანთი ცივილიზაციის გადასარჩენად.


ისინი ეძებდნენ „საცხოვრებლად ახალ ადგილს, რადგან მათი გარემო განადგურებული იყო“.


ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანთა პოპულაცია მარსზე დაიღუპა მას შემდეგ, რაც ძლიერმა შტორმმა მოიცვა პლანეტა.

image

პროექტი Stargate იყო აშშ-ს მთავრობის ახალი იარაღი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ისეთ ჯაშუშების შექმნას, რომლებსაც შეეძლოთ აზრების წაკითხვა და მტრის გონებაზე ზემოქმედება.




პროექტი დაიხურა 1995 წელს, მაგრამ მისი არსებობის 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ექსტრასენსები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ოპერაციებში, დაწყებული ისლამური ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლების ადგილსამყოფელის დადგენიდან, დამთავრებული შეერთებულ შტატებიდან გაქცეულთა თვალთვალამდე.


პროექტის დახურვას მოჰყვა დოკუმენტი „მარსის კვლევა"- 1984 წლის 22 მაისი“, რომელიც 2017 წლამდე გასაიდუმლოებული იყო, ინტერნეტში კი ახალახან გამოჩნდა.

0
165
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0