x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139087
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512615
მისტიკური საიდუმლოებები, რომელიც ჰიტლერმა სიკვდილის შემდეგ დატოვა

უსახურმა ავსტრიელმა კაპრალმა, რომელიც მესამე რაიხის ჰეგემონი გახდა, სიკვდილის შემდეგ, თავისი ცხოვრების და სიკვდილის მთავარი საიდუმლოებები თან წაიღო.

სინამდვილეში, ადოლფ ჰიტლერის ფენომენის, მხოლოდ ორი მთავარი საიდუმლოა: ის, თუ როგორ შეძლო, უმოკლეს დროში, მეორეხარისხოვანმა მხატვარმა, მასებს შორის ამხელა წარმატების მოპოვება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება.


image


ფიურერმა ეშმაკთან დადო გარიგება? ავსტრიული სოფლიდან გერმანიაში ჩასული, უცნობი მხატვრის მოულოდნელი აღზევება და XX საუკუნის 30-იანი წლების, გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის ცენტრალურ ფიგურად და ბოლოს, ერის ლიდერად გადაქცევა, ისტორიკოსების უმრავლესობისთვის, მეტად ექსტრაორდინარულად გამოიყურება. მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ჰიტლერის პრეფერენციების თავისებურებებს და მისი, ახლა უკვე, კარგად ცნობილ მიდრეკილებს არ გავითვალისწინებთ, მისტიციზმისა და ოკულტიზმისადმი.

imageჰიტლერის ენერგეტიკული ძალების დემონური წარმოშობის მომხრეები, თვლიან რომ ელვისებურად სწრაფი აღმავალი კარიერის უკან, ჰიტლერის ეშმაკთან დადებული გარიგება იყო. თითქოს, ფიურერმა მას სული მიჰყიდა, მსოფლიო ბატონობის პერსპექტივის სანაცვლოდ. ერთი შეხედვით, ესოდენ აბსურდული თეორიის გაჩენის საფუძველი, ომის შემდეგ, ბერლინში გაკეთებული აღმოჩენა გახდა.

1946 წ. იპოვეს დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით, ვატიკანის სასულიერო პირებმაც შეისწავლეს... ეშმაკთან შეთქმულების თეორიის მიმდევრების აზრით, აღნიშნული დოკუმენტი, არც მეტი, არც ნაკლები, ეშმაკთან შეთანხმების ტექსტს შეიცავდა და ადამიანი, რომელმაც ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, – სწორედ ადოლფ ჰიტლერი იყო. თითქოს ჰიტლერმა, კარიერის დასაწყისში, საკუთარი სული ეშმაკთან დააგირავა და ვალის გადახდის ბოლო ვადა 13 წლის შემდეგ იყო. ხოლო დოკუმენტზე, სისხლით გაკეთებული ხელმოწერა, 1932 წლის 30 აპრილით იყო დათარიღებული და როგორც ცნობილია, ჰიტლერმა თავი, სწორედ 13 წლის შემდეგ, – 1945 წლის 30 აპრილს მოიკლა.

ამ მისტიკური ჰიპოთეზის მომხრეები ამტკიცებენ, რომ დოკუმენტზე სისხლის ჯგუფი, ჰიტლერის სისხლის ჯგუფის იდენტურია.

მისტიკით და ოკულტიზმით შეპყრობილი. შეიძლება, სკეპტიკოსებმა ჰიტლერის ეშმაკთან გარიგება უარყონ, მაგრამ ის რომ, ფიურერი მისტიკის და ოკულტიზმის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა – დოკუმენტებით მტკიცდება.

imageგარდა ამისა, ჰიტლერის მმართველობის პერიოდში, გერმანელების მისტიკური წარმომავლობის თეორიებს და არიული რასის განსაკუთრებულობის შესახებ იდეებს, რომელიც ძალიან მოსწონდა ფიურერს, ხალხის მასებს აქტიურად უნერგავდნენ. . ეს აბსოლუტურად დემონური იდეოლოგია იყო, არა მხოლოდ ათეისტებისთვის, არამედ ნებისმიერი რელიგიის თვალსაზრისით. ალბათ, ამიტომა არის რომ, ვარაუდები, ჰიტლერის ეშმაკთან გარიგების შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით, აბსურდულია, ამ ფონზე, შეიძლება, დამაჯერებლად გამოიყურებოდეს...

სიკვდილი ვალპურგის ღამეს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ჰიტლერმა და მისმა მეუღლემ ევა ბრაუნმა თავი 29-30 აპრილის, სწორედ ვალპურგის ღამეს მოიკლეს – გერმანული მითოლოგიის მიხედვით, ბოროტი სულების ზეობის დღეს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეშმაკის დღის არსებობის რწმენა, მხოლოდ გერმანულენოვან ხალხებში იყო გავრცელებული. გოეთემ კი, ეს მოვლენა «ფაუსტში» ასახა. ხოლო, ჰიტლერის რიტუალური სიკვდილი დღე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, «ეშმაკისთვის სულის მიყიდვის» თარიღს ემთხვევა.


imageარხის სხვა სიახლეები:


* "ქალბატონი ელჩედან" – იდუმალი იბერიული ქანდაკება

* "ცრემლების ბილიკები" და მასობრივი მოწამვლა – საშინელი ფაქტები აშშ–ს ისტორიიდან (და ესენი, კიდევ ჩვენ გვმოძღვრავენ?!)

* 2024 წლის ყველაზე ლამაზი ფოტოები მოდის ჟურნალებიდან

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
324
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0