საზოგადოება „რა ტილაობაა ჩემთვის აქ თანამდებობა! გჯერათ, რომ კონკურენტი ვარ?“ - სააკაშვილი გუშინ, 19:26
.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ორი პროცესი მიმდინარეობს. დილით განიხილეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე, ახალი კი სხდომა 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარეობს. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დისტანციური ჩართვისას იმ ადამიანებს მიმართა, ვინც თვლის, რომ ის მათი კონკურენტია.
.
"უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე ვთქვი უარი, უკრაინის მოქალაქე ვარ, ასევე მთავაზობდნენ ძალიან დიდ და მაღალ თანამდებობას. რა ტილაობაა ჩემთვის თანამდებობა საქართველოში. თქვენ ახლა გჯერათ, რომ რომელიმე თქვენგანის კონკურენტი ვარ აქ თანამდებობის დაკავებაში? ეს ჩემთვის განვლილი ეტაპია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ჩვენ ამ ახალ თაობას გაუხსნათ ხელი. ეს არის ჩემი გამოცხადებული მიზანი. , მე არ ვარ კონკურენტი არც სალომე ზურაბიშვილის, მიუხედავად იმისა, რომ მას ასე ჰგონია და არც არავისი, ვისაც ჩემი ციხე ჯდომა უნდა - ვაი თუ მიშა გამოვიდა, მიშა წაიღებს ყველაფერს. რას წავიღებ გარდა იმისა, რომ დავეხმარო ჩვენს ხალხს ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს დიქტატურა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. . "რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ის ფაქტი, რომ ყველა ჩემი უფლება დარღვეულია, მათ შორის ორმაგი პატიმრობა მაქვს მოსჯილი. რა, მე ყველაზე უარესი, ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? თქვენ, რა, არ იცით რისთვის ვზივარ აქ? რა მაქვს მიქარული? ის, რომ ჭაობიდან ამოვათრიე სახელმწიფო? ის, რომ კრიმინალი დავამარცხეთ? თქვენ ვერ ნახეთ გუშინ რა მოხდა? ასი ნიღბიანი რომ შეიჭრა და დაარბია კლუბი. 90-იან წლებში რომ გადაგვიყვანეს ვერ ხედავთ და ისევ უნდა გააგრძელოთ ლაპარაკი "სისხლიანი 9 წელი?". რა "სისხლიანი 9 წელი", რუსული პროპაგანდის კლიშეს ვინც იმეორებს პირდაპირ არის "ქოცი" და ბიძინაზე უარესი "ქოცი". 90-იან წლებში დაგვაბრუნეს და იქიდან ამოვათრიეთ ჩვენ ეს ქვეყანა მაშინ. . მე მინდა ვუთხრა ბიზნესმენებს, რომლებიც მაგალითად, ხმას არ იღებენ ჩემს პატიმრობაზე - უკაცრავად, მაგრამ ეს გამჭვირვალე გადასახადები, უმარტივესი საგადასახადო სისტემა და დაბალი გადასახადები, თავის დროზე არაკორუმპირებული გარემო, ბიზნესის რეგისტრაცია, ეს ყველაფერი მე არ მოგეცით? ასე უნდა დაიბანოთ ხელები და თქვათ, "ის დრო არ მოგვწონდა და იმიტომ გადავირჩიეთ". იმის მერე რა მიიღეთ ახალი და უკეთესი", - განაცხადა სააკაშვილმა. 53 შეფასება არ არის
|