საზოგადოება „ვადასტურებ, დავტოვე მთავარი არხი“ - ნანუკა ჟორჟოლიანი და ლელა წურწუმია ტელევიზიას ტოვებენ გუშინ, 17:15 . ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა "სხვა ნანუკა" "მთავარ არხზე" აღარ გავა - \\, ინფორმაცია გამოცემას ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად დაადასტურა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, ახალი სეზონიდან გადაცემა სხვა არხზე გავა, ხოლო მოლაპარაკებებს "ფორმულასთან" და "ტვ პირველთან" აწარმოებს. . "ახალ სეზონზე, გადაცემა "მთავარ არხზე", სავარაუდოდ, არ გავა. ახლა, ეთერში ობიექტური მიზეზების გამო, აღარ გავდივართ, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ გადაცემის ჩაწერას. ახალი სეზონიდან გადაცემა სხვა არხზე გავა. ორივე არხთან მაქვს მოლაპარაკება, როგორც "ფორმულასთან", ასევე, "ტვ პირველთან". - "მთავართან" დაასრულეთ თანამშრომლობა? კი, კი. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებ "ტვ პირველთან" და "ფორმულასთან", - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი "პრაიმ ტაიმთან" საუბრისას. . შემდეგ კი ნანუკამ სტატუსი გამოაქვეყნა: . მეგობრებო, ვადასტურებ რომ დავტოვე ტელეკომპანია მთავარი.
არ ავხსნი როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში.
როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები.
ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე
ანუ, ამ თემას ჩემი წასმოვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მეხება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს.
მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა მასზე საუბრის დრო. ახლა მთავარია რა ხდება რუსთაველზე მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს.
ახალ სეზონზე გავალთ ან ტვ პირველზე, ან ფორმულაზე. ორივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას.
პ.ს. რა ვაპრებდი ამ თემაზე საუბარს. უბრალოდ დაიწერა და სხვა გზა არ მქონდა. -- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
.
ნიკა გვარამია: რა თქმა უნდა, ძალიან ძალინ საწყენია, მაგრამ წარმატებებს ვუსურევებ Nanuka Zhorzholiani. ცხადია, მეგობრობა სამსახურის გამო არ მთავრდება.
.
ამას გარდა, მომღერალმა ლელა წურწუმიამ „მთავარი არხი“ დატოვა, - ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს. გამოცემა ინფორმაციის გადამოწმებას ლელა წურწუმიასთან შეეცადა, თუმცა მომღერალმა ზარებს არ უპასუხა.
.
კომუნიკაცია შედგა წურწუმიას მეუღლესთან კახა მამულაშვილთან, რომელიც ამავდროულად მომღერლის პროდიუსერია. მან დაადასტურა, რომ „მთავარ არხზე“ გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ გაჩერებულია და მისი აზრით, არც გაგრძელდება.
.
„გადაცემა გაჩერებულია. ჯერჯერობით არ გადის. ჩემი აზრით, აღარ გაგრძელდება. არ ვიცი. ვნახოთ...“ - აცხადებს “პრაიმ ტაიმთან" კახა მამულაშვილი.
.
92 2-ს მოსწონს
|