x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წარმოუდგენელი აღმოჩენა ჩილეში

2022 წელს ჩილეში, უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. არქეოლოგიური გათხრების დროს, იმ ტერიტორიაზე, სადაც ოდესღაც, მაპუჩეს ინდიელები ცხოვრობდნენ, მეცნიერები ქვას წააწყდნენ, რომელსაც თავდაპირველად, ყურადღებაც კი არ მიიქცია. თუმცა, როდესაც ის შემთხვევით გაიპო, შიგნით უჩვეულო არსების ნაშთი აღმოჩნდა. ეს პატარა ჰუმანოიდის გაქვავებული ჩონჩხი იყო, რომელსაც ფრთებით ჰქონდა. ამ აღმოჩენამ, ადგილობრივ მკვლევარებს შორის, დიდი სენსაცია გამოიწვია.


image


არქეოლოგმა ელიას დიაზ ორტეგამ, რომელმაც ეს ქვა აღმოაჩინა, აღნიშნა, რომ მაპუჩეს ინდიელები, ამ არსებებს, უძველეს დროში, სიცოცხლის ხესთან აკავშირებდნენ, ხოლო მოგვიანებით, ფერიების, ან პიქსიებს ეძახდნენ. მეცნიერების ვარაუდით, ქვა, დაახლოებით, 1, 5 მილიონი წლისაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ეს არსებები, ადგილობრივ ტყეებში, უძველეს დროში ბინადრობდნენ... და რა თქმა უნდა, ამ აღმოჩენამ, ევოლუციის ტრადიციულ თეორიასთან დაკავშირებით, არაერთი კითხვა გააჩინა.


image


თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო საზოგადოების დიდ ნაწილს, იდუმალი ნაშთებისადმი, ინტერესი არ გამოუჩენია. ექსპერტებმა, რომლებმაც აღმოჩენა გამოიკვლიეს, ვარაუდი გამოთქვეს, რომ ეს "გაყალბებული ნამარხი" იყო და პრესისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. მეცნიერთა ეს სკეპტიკური დამოკიდებულება, დამახასიათებელია სხვა არქეოლოგიური აღმოჩენებისადმიც, მაგ., როგორიცაა: იკას ქვები, აკამბაროს ფიგურები, ელ ტოროს კოლექცია და სხვა არტეფაქტები, რომელიც ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებულ, სამეცნიერო თეორიებს ეჭვქვეშ აყენებს.


imageარხის სხვა სიახლეები:


* მაგელანი მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას არ გეგმავდა – ეს შემთხვევით მოხდა...

* სტალინი ემიგრაციაში ძიძად მუშაობდა

* 20 ფოტო, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
341
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0