ფსიქოლოგია ამოირჩიეთ თოვლის პაპა და გაიგეთ როგორი წელი გექნებათ 25 დეკემბერი, 11:33 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან - ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან. დღევანდელ სტატიაში მინდა საახალწლო განწყობა შეგიქმნათ - თუ როგორი წელი გექნებათ, ეს საყვარელი თოვლის პაპები გეტყვიან. თქვენი დავალებაა, სურვილისამებრ, ხუთიდან აირჩიოთ მხოლოდ ერთი და წაიკითხოთ მისთვის განკუთვნილი დახასიათება. 1. თქვენთვის ცხოვრება ნამდვილი თავგადასავალი და სიურპრიზებით სავსეა. ახალი წელი სასიამოვნო და შთამბეჭდავი მოვლენებით სავსე იქნება. მზად ხართ ცვლილებებისთვის, მთავარია, არ იყოთ შეზღუდული ან შეუზღუდავი. მზად ხართ ახალი მიღწევებისთვის და სასიამოვნო სიურპრიზებიც არ დააყოვნებს. 2. დამოუკიდებლობა, აი რა განგსაზღვრავთ თქვენ. თქვენს გზებზე არ არსებობს შეზღუდვები. თქვენი მხატვრული შეხედულებები ახალ წელს გაზრდის თქვენი შემოსავლის წყაროს. მთავარია დაიცვათ პრინციპები, ზედმეტი დაუზოგავი შრომა კი საჭირო არ გახდება და მიიღებთ იმას, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გსურდათ. 3. ძალიან დიდ დროს ატარებთ საკუთარ თავსა და სამყაროზე ფიქრში. ახალ წელს თქვენ გაიცნობთ ადამიანს, რომელთანაც რომანტიკულ–ჰარმონიულ ურთიერთობას დაიწყებთ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებით კმაყოფილი ხართ, ის კიდევ უფრო ნათელი და აქტიური გახდება. 4. ძალიან პრაქტიკული და დაბალანსებული ადამიანი ხართ. ძალიან კომფორტულია თქვენთან ყოფნა, რადგან ხართ საიმედო. მიუხედავად იმისა, რომ ხართ ძლიერი პიროვნება, თქვენი სისუსტეა, გარშემომყოფებისგან შენიშვნების მოსმენა. საპირისპორო სქესთან პრობლემების მიზეზი სწორედ ეს ხდება ხოლმე. ახალ წელს შეხვდებით ადამიანს, რომელიც დააფასებს თქვენს სიკეთეს და ბოროტად არ გამოიყენებს მას. 5. ძალიან თავდაჯერებული ადამიანი ხართ. ყველაფერი გაქვთ კონტროლის ქვეშ და არასოდეს ელოდებით წარმატებას, რადგან მიგაჩნიათ, რომ ის მხოლოდ თქვენს სიძლიერეზე და შრომაზეა დამოკიდებული. არასოდეს გადადებთ წამოწყებულ საქმეს და თავს კმაყოფილად, მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გრძნობთ. თქვენ ირგვლივ ხალხი ფიქრობს, რომ ძლიერი ხართ და ეს ფაქტი სიამოვნებას განიჭებთ. თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობისა და შრომის წყალობით, წინსვლა გელოდებათ და დადებით შედეგებს მიაღწევთ. 124 4-ს მოსწონს
|