ფსიქოლოგია ქალის ხასიათი და ალკოჰოლი 2023, 23 აგვისტო, 9:56 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. საინტერესოა, იცოდით თუ არა, რომ ქალის ხაისიათის განსაზღვრა შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რომელი ალკოჰოლური სასმელი მოწონს? მოდით, შევამოწმოთ. ქალის ხასიათი და ალკოჰოლიშამპანური - მას უპირატესობას ანიჭებენ მოკისკისე გოგონები. ასეთი ქალბატონები არ არიან წინააღმდეგები დაქორწინდნენ მათზე გაცილებით უფროს მამაკაცებზე. ისინი არც ქმრის ღალატს ერიდებიან და სმაც ხშირად უყვართ. არაყი - არაყს ძლიერი ხასიათისა და ძლიერი ნებისყოფის ქალები სვამენ. წრუოვუთ თვრებიან და არ მალავენ საკუთარ სურვილებს. კონიაკი - კონიაკი შუახნის ქალების სასმელია, რომლებსაც სითბო, მოვლა და სიყვარული სჭირდებათ. თუ მათ სულიერებას ჩაწვდებით, სამუდამოდ შეგიყვარდებათ. სწრაფად თვრებიან, მაგრამ მიმზიდველები რჩებიან. ვისკი - ვისკის თვადაჯერებული, უკომპლექსო ქალბატონები სვამენ. დალევის შემდეგ ისინი არიან არაპროგნოზირებადები, ხოლო მეორე დილას, გუშინდელის გახსენება არ უყვართ. ტეკილა - ექსტრავაგანტული, "ფეთქებადსაშიში" ქალბატონები მიირთმევენ. ისინი შეიძლება გახდნენ ძალადობრივად საშიშები ან თრობის დროს "გაითიშნენ". ჯინ-ტონიკი - მას უპირატესობას ანიჭებენ ქალები, რომლებსაც მოსწონთ "ჭკვიანური სახის" მიღება, იმაზე საუბარი, რაზეც საერთოდ აზრზე არ არიან, ხოლო მეორე დილას კი არაფერი აღარ ახსოვთ. რომი-კოლით - ყველაფერში ექსპერიმენტების მოყვარული ქალების საყვარელი სასმელია. დათრობამდე ფხიზლდებიან და ხშირად უჩინარდებიან - "ინგლისურად". ერთი სიტყვით, არაპროგნოზირებადობა მათი აღწერაა - არ მოგაწყენენ. წითელი ღვინო - წითელ ღვინოს უპირატესობას ანიჭებენ ემოციური, ვნებიანი ბუნების ქალები. გარეგნულად ის შეიძლება იყოს თავშეკავებული, მაგრამ შიგნიდან ქარიშხალი მძვინვარებს. ისინი თვრებიან ნელა, გრძნობით, გემოთი. მცირე სიმთვრალის მდგომარეობაში კი განუმეორებლად ლამაზები არიან... თეთრი ღვინო - თეთრ ღვინოს უპირატესობას ანიჭებენ თავშეკავებული, თვითშეგნებული, ცივი და წინდახედული სოციალისტები. ისინი ყოველთვის რჩებიან ფხიზელი და უკიდურესად ფრთხილობენ თავიანთ ქმედებებში. ეს ქალბატონები შესანიშნავი თანამოსაუბრეები არიან, მაგრამ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს აშინებენ გარეგნული სიცივით, რომლის მიღმა ხანდახან ცხელი ტემპერამენტი იმალება. ლიქიორი - ლიქიორი არის "ტკბილი" ქალებისთვის, რომლებიც ამჯობინებენ სახლის ცხოვრების წესს. კარგად ამზადებენ და ოჯახს მართავენ. მათ უყვართ ძვირადღირებული საჩუქრები და კატებივით მოფერება. ლუდი - ლუდი სწორედ რომ არის ქალებისთვის "პრეტენზიების გარეშე". ეს ქალბატონები შესანიშნავი "მამაკაცები" არიან. კარგ კონსულტაციას გაგიწევენ და სამსახურში შეუცვლელი თანამგზავრები არიან. როგორც ამბობენ - მათთან ერთად დაზვერვაში წასვლა იდეალურია, ყოველთვის დაზღვეული იქნებით. 630 4-ს მოსწონს
|