x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139048
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
როგორ შეცვალა ცხოვრება "ბოთლით გზავნილ(ებ)მა" - გასაოცარი ისტორიები
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ზღვის სანაპიროზე და მოულოდნელად ტალღა ბოთლს გამორიყავს, რომელშიც გზავნილია. როგორ ფიქრობთ, რა არის ეს - რამე ხუმრობა, ბავშვების გართობა თუ უბრალოდ უძველესი გზავნილი, რომელმაც ახლა მოაღწია?




image



გაგიკვირდებათ, ალბათ, თუმცა, მსგავსმა, რამდენიმე შემთხვევამ - "გზავნილმა ბოთლით", რადიკალურად შეცვალა ადამიანების ცხოვრება.






1. ბოთლით გზავნილმა, ერთმანეთს, ორი გული დაუკავშირა.image


1957 წელს, 22 წლის მეზღვაურმა ოკე ვიკინგმა გიბრალტარის სრუტეში ჩააგდო გზავნილი ბოთლით - "შორეულ და უცნობ ლამაზმანს". ექვსი თვის შემდეგ, სიცილიის სანაპიროზე ბოთლი მეთევზემ იპოვა, რომელიც მის ნათესავ, 17 წლის გოგონასთან, პაოლინა პუჟოს ჩაუვარდა ხელში. გოგონას სახალისოდ მოეჩვენა გზავნილი და გადაწყვიტა პასუხი დაეწერა: " მე არ ვარ ლამაზმანი ქალბატონი, თუმცა, თქვენს მიერ დაწერილმა გზავნილმა იმდენხანს იცურა წყალში, უპასუხოდ ნამდვილად ვერ დავტოვებდი".




გასაოცარი ის იყო, რომ ეს ორი ახალგაზრდა, ძალიან მალე შეხვდა ერთმანეთს და ბოლოს იქორწინეს.










2. გოგონამ, რომელსაც არასდროს უნახავს მამა, 85 წლის შემდეგ მიიღო მისი გზავნილი.image

1915 წლის 9 სექტემბერს, ბრიტანელი ჯარისკაცი ტომას ჰიუზი საფრანგეთში ფრონტზე გაემართა, იქიდან მან მეუღლეს, ელიზაბეტს ლუდის ბოთლით გზავნილი გაუგზავნა. ორი დღის შემდეგ ჰიუზი დაიღუპა, მისი მეუღლე ელიზაბეტი და მცირეწლოვანი ქალიშვილი ემილი კი საცხოვრებლად ახალ ზელადნიაში გადავიდნენ, სადაც, 1979 წელს, ელიზაბეტი გარდაიცვალა.




1999 წელს, ესექსში (ინგლისი) მეთევზე სტივ გოუენმა იპოვა გზავნილი, წაიკითხა და მოძებნა ემილი, რომელიც იმ დრომდე ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა. ახალი ზელანდიის საფოსტო მომსახურებამ გზავნილის გაგზავნის ღირებულება დააფინანსა და ემილიმ, 85 წლის ასაკში მიიღო მამის გზავნილი.










3. ბოთლით გზავნილი, 40 წლიანი მეგობრობის მიზეზი გახდა.image

1968 წლის ივლისში, 8 წლის სანდრა მორისი ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსატლანტიკური ლაინერით ბრუნდებოდა. მან გზავნილი დაწერა და სურდა, რომ ვინმე გამოხმაურებოდა, ჩადო ბოთლში და წყალში გადააგდო.




სამი თვის შემდეგ, მისი ასაკის გოგონამ როზალინდა ჰირსმა უელსის სანაპიროზე იპოვა გზავნილი. როზალინდამ სანდრას გზავნილს უპასუხა და ასე დაიწყო მათი 40 წლიანი მეგობრობა. 48 წლის ასაკში კი, სანაპიროზე, სადაც ტალღებმა ბოთლი გამორიყა, მეგობრობის 40 წლის იუბილე ერთად აღნიშნეს.










4. "მოძღვარი ბოთლით".image

მოძღვარი ამერიკიდან ჯორჯ ფილიპსი, სმის წინააღმდეგ პროპაგანდას საკმაოდ არაორდინალური გზით ახდენდა. ის წერდა ქადაგებებს, დებდა ბოთლში და Puget Sound-ის ყურეში (ვაშინგტონი) ყრიდა, ბობოქარ ტალღებს კი ისინი სხვადასხვა ადგილებში მიჰქონდა. მადლობის წერილებს, მას ხშირად უგზავნიდნენ პასუხად ალიასკიდან, ჰავაიდან, ახალი გვინეადან და მექსიკიდან.










5. შემთხვევით ნაპოვნმა გზავნილმა, დევნილს, ახალი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარა.image

ცოლ-ქმარი, დოროთი და ჯონ პეკჰემები შობას ჰავაიზე, კრუიზზე ხვდებოდნენ. ბედნიერების ნიშნად, კრუიზის მგზავრები გზავნილებს დებდნენ ბოთლში და წყალში ყრიდნენ. პეკჰემებმა გზავნილში მიუთითეს თავიანთი მისამართი და დოლარიანიც ჩადეს, რომელიც ადრესატის გზავნილის საფოსტო ხარჯებს აანაზღაურებდა.




4 წლის შემდეგ, გზავნილების გაგზავნის ადგილიდან 9 000 მილის დაშორებით, პეკჰემების გზავნილი ვიეტნამელმა დევნილმა ჰოა ვან ნგუიენმა იპოვა. ტაილანდში ჩასვლისა და დევნილთა ბანაკში დასახლების შემდეგ, ჰოამ პეკჰემებს პასუხი მიწერა. 1983 წლის 4 მარტს, ჯონ პეკჰემების 70 წლის იუბილეზე, ცოლ-ქმარმა ჰოას პასუხი მიიღო.




2 წლის მანძილზე ჰქონდათ ჰოასა და პეკჰემების ოჯახს მიმოწერა. ამასობაში ჰოაც დაოჯახდა და ახალი მეგობრების დახმარებით ოჯახით შტატებში გადავიდა, სადაც პეკჰემების ოჯახი ცხოვრობდა. ჰოამ პეკჰემების დახმარებით, ლოს-ანჟელესში დაიდო ბინა.










6. ბოთლით ნაპოვნმა გზავნილმა 88 ადამიანის სიცოცხლე იხსნა.image

2005 წელს, გემი პერუსა და ეკვადორის მიგრანტებით კონტრაბანდისტების მიერ იქნა დაკავებული. კოსტა-რიკის მახლობლად კი გემი ქარიშხალში მოყვა. ბანდიტები გაიქცნენ და მძევლები ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე მიატოვეს. მგზავრების ბოლო "შანსი" იყო გზავნილი ბოთლით გაეშვათ. ბოთლით გაგზავნილი SOS სიგნალი 3 დღის შემდეგ მეთევზეებმა იპოვეს და ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინეს. დახმარება მალევე გაეწიათ, თუმცა, მგზავრებიდან თითქმის ყველას, რომელთაგან უმეტესი ბავშვი და ქალი იყო, დეჰიდრატაციის გადატანა მოუხდა. ყველა მგზავრი გადარჩა.










7. ბოთლით გზავნილი გინესების წიგნში შევიდა.image

2015 წელს, პენსიონერმა მარიანა ვინკლერმა არმურის სანაპიროზე (გერმანიის ჩრდილოეთით) იპოვა ბოთლით გზავნილი, სადაც იდო ანკეტისმაგვარი ფურცელი მოცემული ველებით. მპოვნელს უნდა ჩაეწერა სახელი და გვარი და გზავნილის პოვნის თარიღი, შემდეგ კი გაეგზავნა ბოთლი პლიმუტში (დიდი ბრიტანეთი), რისთვისაც ჯილდოდ 1 შილინგს პირდებოდნენ.



როგორც აღმოჩნდა, ბოთლი ექსპერიმენტის ნაწილი იყო, რომელსაც ცნობილი ბრიტანელი საზღვაო ბიოლოგი ჯორჯ პარკერ ბიდერი III ახორციელებდა 1904–1906 წლებში. ექპერიმენტის მიზანი იყო ჩრდილოეთ დინების ქვედა ნაწილის შესწავლა.



მარიანამ ერთგულად შეავსო მოცემული ველი და გააგზავნა ბოთლი მითითებულ მისამართზე. საზღვაო ბიოლოგიის ასოციაციამ მას მართლა გაუგზავნა 1 შილინგი.



წარმომადგენლებმა გზავნილი გინესის რეკორდში შეიყვანეს, რადგან ბოთლი ზღვაში 108 წელი და 138 დღე იყო. წინა რეკორდის შემთხვევაში ექსპერიმენტალური ბოთლი 99 წელი და 43 დღე იყო ზღვაში.




0
102
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0