x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ცრემლების ბილიკები" და მასობრივი მოწამვლა – საშინელი ფაქტები აშშ–ს ისტორიიდან (და ესენი, კიდევ ჩვენ გვმოძღვრავენ?!)

XIX ს. დასაწყისში, აშშ–ს ხელისუფლებამ, ინდიელების* ათასობით ტომი, შეერთებული შტატების სამხ–აღმ. ნაწილში, საკუთარი სახლებიდან აყარა და ოკლაჰომაში, მდ. მისისიპის დას. მდებარე რეგიონში გადაასახლა. იძულებითი მიგრაციის ამ ფორმას, მოგვიანებით, «ცრემლების ბილიკები» დაარქვეს და ის 1830 წ. მიღებული კანონის შედეგი იყო, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ენდრუ ჯექსონმა მოაწერა.


image


პირობები გადასახლებამდე და მის დროს, არაადამიანური იყო – ადამიანებს საკუთარი სახლებიდან დევნიდნენ. ხოლო, მათი ოჯახებს და თემებს ანადგურებდნენ. ინდიელები იძულებულნი იყვნენ, ათასობით მილი, მძიმე პირობებში, საკვების არასაკმარისი მარაგით და თავშესაფრის გარეშე გაევლოთ. კვლევის შედეგად დადგენილია, რომ, დაახლოებით, 4000 ჩეროკი დაავადების, შიმშილის და გზაში, მკაცრი პირობების გამო, გარდაიცვალა. «ცრემლების ბილიკების» პერიოდმა, რომელიც ტანჯვით და დანაკარგებით ხასიათდებოდა, ინდიელების მომავალ თაობებზე უდიდესი გავლენა მოახდინა.


***


აშშ–ს ჩრდ. შტატებში, «მშრალი კანონის» დროს, რომელიც 1920 – 1933 წწ. მოქმედებდა, ფედერალურმა ხელისუფლებამ უკიდურესი ზომები მიიღო, რომ ხალხი ალკოჰოლის მოხმარებისგან გადაეჩვია. ერთ-ერთი, ყველაზე შოკისმომგვრელი აქტი, სამრეწველო ალკოჰოლის განზრახ მოწამვლა იყო. ამ ტიპის ალკოჰოლს ხშირად იპარავდნენ და მისგან სასმელს ამზადებდნენ.


image


მთავრობამ მწარმოებლები აიძულა, სამრეწველო ალკოჰოლში ისეთი ტოქსიკური ნივთიერებების შეერევა, როგორიცაა: მეთანოლი, ბენზოლი და ვერცხლისწყალი, რომ ხალხის მასზე უარი ეთქვა და არ დაელია. თუმცა, ეს «კეთილშობილური ექსპერიმენტი», მათ კატასტროფად მოუბრუნდათ:

ალკოჰოლის მოხმარების პრევენციის ნაცვლად, მოწამვლის მასობრივი შემთხვევები გამოიწვია და ითვლება რომ «მშრალი კაბონის» ბოლომდე, ქვეყანაში, ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად, დაახლოებით, 10 000 ადამიანი გარდაეცვალა... და ეს მხოლოდ რეგისტრირებული შემთხვევებია.

ამერიკის ხელისუფლების მიერ მიღებულ «მშრალი კანონის», ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და პრობლემის მოგვარებასაც ვერ შეუწყო ხელი, რადგან ადამიანები, ალკოჰოლის მისაღებად, სიცოცხლითაც კი რისკავდნენ...

ამერიკის ისტორიის ეს ბნელი თავი, ხაზს უსვამს უკიდურესი ზომების საშიშროებას და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, ადამიანური შედეგების გათვალისწინების მნიშვნელობას.


* არქივების თანახმად, XIX საუკუნის ამერიკა ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ჰოლივუდის ვესტერნებშია ნაჩვენები. ამ ფილმების წყალობით, ველური დასავლეთის ეპოქა ნამდვილ მითად იქცა, რომელშიც გულადი მწყემსები (კოვბოები), სასოწარკვეთილი ყაჩაღები, ინდიელი მეომრები და ოქროს ციებ-ცხელება არის. თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, სინამდვილეში XIX საუკუნის II ნახევარში, ველურ დასავლეთად წოდებულ ტერიტორიაზე, სულ სხვა პროცესები ვითარდებოდა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* წარმოუდგენელი აღმოჩენა ჩილეში

* მაგელანი მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას არ გეგმავდა – ეს შემთხვევით მოხდა...

* 20 ფოტო, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
236
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0